დიდი ზღვაოსნის ბლოგი

ქალაქი ზღვის პირას

ალბათ ყველასთვის მოულოდნელობა იყო პრეზიდენტის განცხადება ახალი ქალაქის დაარსების შესახებ, რომელიც სამეგრელოში, ზღვის სანაპიროზე იქნება განლაგებული. შემუშავდება მისი განვითარების პროექტი და დაახლოებით ათი წლის ვადაში მისმა მოსახლეობამ ნახევარ მილიონს უნდა მიაღწიოს, როგორც პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა მითითებული. დაგეგმილი ქალაქი უნდა გაშენდეს სადღაც ანაკლიასა და ყულევს შორის 15-კილომეტრიან მონაკვეთზე. ამჟამად ამ არეალში გარდა დაჭაობებული ზოლისა, მდებარეობს სოფელი თიკორი, სადაც 2002 წლის აღწერით მიხედვით 800 ადამიანი ცხოვრობდა.

ჯერჯერობით, ბუნდოვანია, თუ რითი დაკავდება ამ ქალაქის მოსახლეობა. როგორც ჩანს, ლაზიკა არ იქნება ტურისტული ცენტრი, მას ალბათ საპორტო და სავაჭრო ფუნქცია ექნება. თუკი იმას გავითვალისწინებთ, რომ უახლოეს მომავალში აფხაზეთის მიმართულებით ეკონომიკური აქტივობის პერსპექტივა ნულის ფარგლებშია, რთული სათქმელია, რამდენად მოახერხებს ქალაქი ამ ფუნქციისთვის თავის გართმევას. ამასთან, აქვეა ორი საპორტო დასახლება – ფოთი, რომელსაც უკვე განვითარებული ინფრასტრუქტურა და ტრადიცია აქვს და ყულევი თავისი ნავთობტერმინალით. ახალი ქალაქი თავისი ინფრასტრუქტურით და კადრებით ამ ორი დასახლებული პუნქტის დაკნინებას გამოიწვევს.

მნიშვნელოვანი საკითხია, თუ ვინ უნდა დასახლდეს ახალაშენებულ ქალაქში. სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც ლაზიკის მოქალაქეობის უპირველეს კანდიდატად შეიძლება ჩაითვალოს, 2011 წლის შეფასებით, 477 ათას კაცს შეადგენს (ჯეოსტატი), თუკი ამას გურიის მოსახლეობასაც დავუმატებთ, ჯამში დაახლოებით 620 ათას კაცს ვიღებთ. უნდა ვივარაუდოთ, რომ ლაზიკის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს (თუკი ეს პროექტი განხორციელდა) დევნილებიც შეადგენენ, რომლებიც ამჟამად კოლექტიურ ცენტრებში ცხოვრობენ და ახალ ქალაქში უძრავ ქონებას უფასოდ/შეღავათიანი პირობებით მიიღებენ.

ტყის რესურსები; კოლხეთის ეროვნული პარკის მონაკვეთი (წყარო: CENN)

ქალაქმშენებლობისას აუცილებლად მხედველობაში მისაღებია ბუნებრივი პირობები. მოცემული არეალი თითქმის მთლიანად დაჭაობებულია. ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად აუცილებელია მთელი რიგი სამელიორაციო სამუშაოების ჩატარება, არსებული ჭაობების დაშრობა, მყარი ნიადაგის შექმნა და ა.შ. რაც უზარმაზარ რესურსებს და სამუშაო ძალას მოითხოვს – შეგახსენებთ, რომ კოლხეთის ჭაობების დაშრობის პროექტი საბჭოთა პერიოდშიც კი ბოლომდე ვერ განხორციელდა, როდესაც სამუშაო ძალის ჯანმრთელობასა და ეკოლოგიაზე არავინ დაგიდევდათ.

მთავარი პრობლემა მაშინ იბადება, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ მოცემული ტერიტორია თითქმის მთლიანად იკავებს კოლხეთის ეროვნული პარკის ჭურია-ანაკლიის უბანს, რაც რუკიდანაც კარგად ჩანს. კოლხეთის ჭარბტენიანი ტყეები 2007 წლიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კანდიდატთა სიაში, როგორც გეოლოგიურ წარსულში არსებული ვრცელი სუბტროპიკული არეალების უკანასკნელი ნაშთი. აღნიშნული ტერიტორია უნიკალურია თავისი ბიომრავალფეროვნებით, ჭარბტენიანი არეალებისა და ტყის ეკოსისტემების გამო. აღსანიშნავია, რომ მეტნაკლებად მსგავსი ეკოსისტემა მთელს დედამიწაზე მხოლოდ ჩინეთში, მანჯურიის ტერიტორიაზე და იაპონიაში გვხვდება. საქართველო გასული საუკუნის 90-იან წლებში შეუერთდა ე.წ. რამსარის კონვენცის, რომელიც შეეხება წყალჭარბი ტერიტორიების, განსაკუთრებით კი – წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგის არეალებს და გულისხმობს მათ დაცვას, მდგრად გამოყენებას და ამისთვის საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფას. ჩვენს ქვეყანაში ამ კრიტერიუმებს მხოლოდ კოლხეთის ჭარბტენიანი არეალები აკმაყოფილებენ, საგულისხმოა, რომ კონვენციის ხელმომწერი მხარეები ვალდებულებას იღებენ, შეინარჩუნონ ამ ტერიტორიების ეკოლოგიური ხასიათი.

როგორც ვხედავთ, ახალი ქალაქის მშენებლობა გავლენას ეროვნულ პარკზეც მოახდენს. თუ გავითვალისწინებთ, რომ საზღვაო ქალაქების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ სანაპიროს პარალელურად ვითარდება (იგივე ფოთი შავი ზღვის სანაპიროს 15-კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს), მაშინ ადვილი მისახვედრია , რომ ახალი ქალაქი მთლიანად დაიკავებს ანაკლიას და ყულევს შორის არსებულ ტერიტორიას, რასაც კოლხეთის დაცული ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურება და დარჩენილი არეალის ეკოსისტემის მთლიანი ცვლილება მოყვება.

წყლის რესურსების რუკა (წყარო: CENN)

როგორც ვხედავთ, ახალ დასახლებულ პუნქტს რაიმე მნიშვნელოვანი ქალაქწარმომქმნელი ფუნქცია არ გააჩნია, ამას ემატება ეკოლოგიური ფაქტორები – კერძოდ, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ეკოსისტემის არსებობა, რომლის განადგურება გრძელვადიან პერსპექტივაში მავნებელია როგორც ბუნებრივი გარემოს მდგომარეობაზე, ასევე ქვეყნის მსოფლიო იმიჯზე. რთული აღსაქმელია, როდესაც ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გრანდიოზული, თუმცა ბუნდოვანი მომავლის მქონე მშენებლობა იწყება. ჯერჯერობით, არ არსებობს (ან საზოგადოებისთვის ცნობილი არაა) კონკრეტული გეგმა, თუ რა სახის სამეურნეო საქმიანობა განვითარდება ქალაქში და საიდან მოხდება ლაზიკაში მოსახლეობის მოზიდვა. ასევე უცნობია, თუ რას ფიქრობენ ამ თემაზე გარემოსდაცვითი ორგანიზაციები – ჯერჯერობით, ფართო საზოგადოებისთვის მათი კომენტარები უცნობია. ცხადია, მსგავსი პროექტის გარემოზე ზეგავლენის შესწავლა დიდ შრომას მოითხოვს, მაგრამ თუნდაც ზედაპირული დაკვირვებითაც ჩანს, რომ ლაზიკის პროექტის განხორციელების შემთხვევაში მიმდებარე ტერიტორიის (და მთლიანად, რეგიონის) ეკოსისტემა მნიშვნლელოვანი არასასურველი ცვლილებების წინაშე დადგება. გარდა ამისა, ალბათ უფრო ლოგიკურია, რომ ლაზიკის ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩასადები თანხები სხვანაირად დაიხარჯოს – თუნდაც, უკვე არსებული საქალაქო დასახლებების რეგენერაციისთვის

რუკები აღებულია კავკასიის გარემოსდაცვითი ქსელის (CENN) ვებსაიტიდან. მასშტაბი არაა დაცული

Advertisements

დეკემბერი 6, 2011 - Posted by | ზღვაოსნის ჩანაწერები | , , , , , , ,

9 Comments »

  1. მადლობა საინტერესო ანალიზისთვის და ფაქტებისთვის

    კომენტარი by lobzhanidze | დეკემბერი 6, 2011 | პასუხი

  2. სიმართლე გითხრათ ვერ ვხდები ამ ქალაქის აშენების აუცილებლობა რაში მდგომარეობს, როცა ადრე აშენებულში მოსახლეობა ნელნელა “თხელდება”. ამ შემთხვევაში გურია თამაშგარეთ რჩება (არის კიდეც) როცა შეიძლება ცოტაოდენ ყურადღება მასაც დაეთმოს..

    კომენტარი by shashvi | დეკემბერი 6, 2011 | პასუხი

  3. საკმაოდ ბუნდოვანი და გაუგებარი განცხადება იყო ,მართლაც გაკეთებული პრეზიდენტის მხრიდან. რომელიც ,მგონი მოულოდნელი აღმოჩნდა თავად ხელისუფლებისთვისაც კი. ნამდვილად არ ვიცოდი თუ საქმე ეროვნული ნაკრძალის ტერიტორიას ეხებოდა- დიდი მადლობა ესეთი ზუსტი ინფორმაციისთვის.

    კომენტარი by politicsir | დეკემბერი 7, 2011 | პასუხი

  4. gamarjoba! tavistavad statia kargia, magram am temis ganxilvac ki chemtvis carmoudgenelia!

    კომენტარი by niko kakhetelidze | დეკემბერი 7, 2011 | პასუხი

  5. sxvata shoris batumic mtlianad chaobian niadagzea gashenebuli, mag logikit rac statiashia akcentirebuli ar unda gashenebuliko arc batumi da arc bevri kidev sxva kalaki…

    კომენტარი by Kakha | დეკემბერი 8, 2011 | პასუხი

    • ბათუმი არ არის მთლიანად ჭაობის ნიადაგზე გაშენებული და ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ ტერიტორიაზე დასახლება საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე უწყვეტად არსებობს. ალბათ ფოთის მაგალითი უფრო კარგი იქნებოდა თქვენი კითხვის ილუსტრირებისთვის 🙂 რაც შეეხება აქცენტებს, მე არ ვამბობ, რომ კონკრეტულად ჭაობის გამო არ უნდა აშენდეს მოცემულ ადგილზე ქალაქი. მე ვამბობ, რომ ჭაობიანი ნიადაგის ისე გარდაქმნა, რომ იგი მშენებლობისთვის/საცხოვრებლად გამოსადეგარი იყოს, დიდ კაპიტალდაბანდებას მოითხოვს და ის თანხა, რაც ლაზიკის განვითარებაში უნდა ჩაიდოს, უფრო ეფექტურად შეიძლება იყოს გამოყენებული. თუმცა ამაზე გაცილებით მნიშვნელოვნად გარემოსდაცვითი პრობლემები მიმაჩნია. პლუს – როდესაც ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტი იგეგმება, წინასწარ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რა გეგმით აიგება იგი, რა თანხა ჩაიდება, რა სახის სამეურნეო საქმიანობა იქნება წამყვანი, როგორია გარემოზე ზემოქმედება, ვინ უნდა ჩაასახლონ. მგონია, რომ ეს პროექტი უფრო სპონტანური იდეის ნაყოფია, ვიდრე დასაბუთებული ეკონომიკური/ეკოლოგიური კვლევისა.

      კომენტარი by დიდი ზღვაოსანი | დეკემბერი 8, 2011 | პასუხი

  6. “დიდ ზღვაოსანო”, მოგესალმებით, ძალიან საინტერესო ბლოგია, მიხარია, რომ მისი წაკითხვის სასუალება მომეცა. შეიძლება თუ არა, ზოგიერთი აქ მოყვანილი მოსაზრება, საკუთარ სტატიაში გამოვიყენო, რათქმაუნდა ავტორის მითითებით. მე ვარ, ლასა ზაარგინავა, ჟურნალისტი და სხვადასხვა გამოცემებისთვის ვამზადებ სტატიებს, ძირითადად, ეკონომიკაზე და გარემოსდაცვით საკითხებზე.იქნებ, მომწეროთ.
    პატივისცემით, ლაშა ზარგინავა
    lashazargi@gmail.com

    კომენტარი by potiairport | დეკემბერი 12, 2011 | პასუხი

  7. პრობლემა ქალაქის აშენებაში კი არა თავად იმ ფაქტშია რომ საქართველოს მთავრობა საკუთარი ისედაც შეზღუდულ რესურსებს არაეფექტურად, პიარ აქციებზე ხარჯავს. ეს ლაზიკაც პიარ აქციაა. ქვეყანაში სადაც შობადობის პრობლემაა და ყველას გაქცევაზე უჭირავს თვალი ვის ასახლებენ ლაზიკაში? ვითომ ლტოლვილებს? სამწუხარო სწორედ ისაა რომ ნაციონალები უკვე პიარ აგენტებად იქცნენ და მათთვის მთავარი ის კი არაა რეალურად რა სიტუაციაა ქვეყანაში არამედ როგორ შეფუთავენ ამ სიტუაციას. საწყენია რომ ხალხი ამას ბოდიში და ჭამს…

    კომენტარი by The Bad Guy | მარტი 12, 2012 | პასუხი

  8. ratom ” djams’ batono, xalxs exla gaaxsenda gakzeva, amis sashualeba rom mieza uketesi zxovrebistvis da vinz ukve 25 zelia zasulia da exla dabruneba unda imgenma ra knas, ar dasaxldnen zgvispira kalakshi? komunistebi “bams’ rom ahenebdnen is ar iko piari?

    კომენტარი by tamari | აპრილი 5, 2012 | პასუხი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: