დიდი ზღვაოსნის ბლოგი

დაავადებების გეოგრაფია საქართველოში

ქართულ ინტერნეტ-სივრცეში სტატისტიკური მასალის მოპოვება (ზოგადად, ნებისმიერის) დიდ პრობლემას წარმოადგენს. თუ არსებობს, ან საკმაოდ ძველია, ან ისეთი, რომლის გაანალიზება საქართველოს მუნიციპალიტეტების დონეზე შეუძლებელია. ასეთ ბედნიერ გამონაკლისს წავაწყდი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და ჯანდაცვის სამინისტროს ვებსაიტებზე. ეს უკანასკნელი ყოველწლიურ მოხსენებებს თან საკმაოდ მრავალფეროვან სტატისტიკურ მასალას ურთავს, რომლის ვიზუალიზაცია რუკების მეშვეობით თავისუფლადაა შესაძლებელი. ანალოგიური მდგომარეობაა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შემთხვევაშიც. თუმცა, ხაზი იმასაც უნდა გაუსვათ, რომ პირველ შემთხვევაში ყველაზე ახალი მუნიციპალიტეტების დონეზე განზოგადებადი მონაცემები 2009 წელს განეკუთვნება, ხოლო დაავადებათა კონტროლის ცენტრს ვებგვერდზე 2008 წლის მახასიათებლები აქვს განთავსებული.
ქვემოთ მოცემული რუკებისთვის აბსოლუტური მონაცემები არაა გამოყენებული, რადგან ცხადია, რომ უფრო დიდი მოსახლეობის მქონე ადმინისტრაციულ ერთეულებში დაავადებათა უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდებოდა. შესაბამისად, რიცხვითი მონაცემები გადათვლილია თითოეული მუნიციპალიტეტის 10 ათას მოსახლეზე.
ტუბერკულოზის შესახებ ორი მაჩვენებელია ხელმისაწვდომი – ახალი შემთხვევების რაოდენობა და დაავადებულთა რიცხვი ცალკეული მუნიციპალიტეტსი მიხედვით. როგორც ვხედავთ, გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დიდ ქალაქებში

განსაკუთრებით, ბათუმსა და რუსთავში ფიქსირდება, თვალშისაცემია მცხეთის მუნიციპალიტეტის მაღალი მაჩვენებელი. რეგიონული თვალსაზრისით, მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება სამეგრელოსა და გურიის ტერიტორიაზე, ხოლო მინიმალური მაჩვენებლები – რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთსა და ზემო იმერეთში.

შაქრიანი დიაბეტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი და მძიმე დაავადებაა, გავრცელების თვალსაზრისით, შემდეგ რეგიონულ თავისებურებებს აჩვენებს – ზემო იმერეთის და სამცხის მუნიციპალიტეტები მისი ახალი შემთხვევების საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით ხასიათდებიან. მათ რიცხვს ასევე შეიძლება მივაკუთვნოთ კახეთი, სადაც თელავისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ახალი შემთხვევების რაოდენობა 15-ს აღემატება 10 ათას კაცზე.

რაც შეეხება ბრონქულ ასთმას, ბაღდათის მუნიციპალიტეტი ახლი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება. აქ 10 ათას მოსახლეზე ასთმის 20 ახალი შემთხვევა მოდის.

ჩემთვის ცოტა გასაკვირი იყო ვენერიული დაავადებების შეთხვევების ასეთი მაღალი რაოდენობა ბაღდათის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, თუმცა ფაქტი ჯიუტია და ამ მოვლენის მიზეზების ახსნა ალბათ საკითხში გარკვეულ პროფესიონალებს უფრო ძალუძთ.

ვირუსული ჰეპატიტის ახალი შემთხვევები ყველაზე დიდი რაოდენობით ქვემო აჭარასა და გურიაში, იმიერეთის ნაწილსა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში ფიქსირდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ საჭირო ინფორმაციის ძიებამ საკმაოდ დიდი დრო წამართვა, შედეგები საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. მართალია, ამ პოსტში ტექსტზე უფრო მეტ ადგილს რუკები იკავებენ, მაგრამ მგონია, რომ ეს გაცილებით საინტერესო იქნება მკითხველისთვის.

Advertisements

ნოემბერი 20, 2011 - Posted by | Datablog | , , , , , , , ,

2 Comments »

  1. მცხეთაში გასეირნებაც კი სახიფათოა, თურმე! 😦
    ადიგენი-აბასთუმანი ტუბერკულოზის ასეთი დონით რატომ გამოირჩევა, არ იცი? ”მესნები” არიან, თუ ჩასულები?

    კომენტარი by barastyr | ნოემბერი 20, 2011 | პასუხი

    • ეშმაკმა უწყის 🙂 არ ვიცი, მეც ძალიან გამიკვირდა, როდესაც რუკაზე ასეთი სურათი ვიხილე. მაშინვე პირველწყაროში გადავამოწმე, მაგრამ ფაქტი ფაქტია. მიზეზებს კიდევ კვლევა უნდა, ეს მხოლოდ აღწერილობითი ხასიათის პოსტია 🙂

      კომენტარი by დიდი ზღვაოსანი | ნოემბერი 21, 2011 | პასუხი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: