დიდი ზღვაოსნის ბლოგი

დანაშაულის გეოგრაფია საქართველოში

დანაშაულის გეოგრაფია კვლევითი და პრაქტიკული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი დარგია, რომელსაც ჯერ-ჯერობით საქართველოში არც ისე დიდი ყურადღება ეთმობა. დღევანდელი პოსტის მეშვეობით ამ ხარვეზის ამოვსება რა თქმა უნდა, შეუძლებელია, თუმცა მოტანილი რუკები და სტატისტიკური მასალა უინტერესო არ უნდა იყოს.
შინაგან საქმეთა სამინისტო ყოველწლიურად აქვეყნებს მოხსენებებს საკუთარი საქმიანობის შესახებ, რომელსაც თან საინტერესო სტატისტიკური მონაცემები ახლავს. მათი გადამუშავების შედეგებს კი თქვენ ქვემოთ ხედავთ.
პირველ რუკაზე გამოსახულია დანაშაულის რაოდენობა ათას მოსახლეზე. როგორც ვხედავთ, განსაკუთრებით დიდი მაჩვენებლებით ამ მხრივ დედაქალაქის რაიონები და მსხვილი ქალაქები ხასიათდებიან. აღსანიშნავია კრიმინალის მაღალი ხვედრითი წილი გურიაში და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. დანაშულის მინიმალური წილი კი მთიან აჭარაში, ჯავახეთში, საჩხერისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ფიქსირდება.
კრიმინალის რაოდენობა ათას მოსახლეზე
რაც შეეხება დანაშაულის გახსნის მაჩვენებლებს, ამ მხრივ სამცხე-ჯავახეთის მხარე გამოირჩევა, რომლის ექვსიდან ოთხ მუნიციპალიტეტში გაიხსნა კრიმინალის 80%-ზე მეტი, ხოლო ორში- 70-დან 80%-მდე. დაბალი მაჩვენებლები ფიქსირდება სამეგრელო-ზემო სვანეთსა და თბილისის ტერიტორიაზე, სადაც ეს მაჩვენებელი ხშირ შემთხვევაში 50%-ზე ნაკლებია
გახსნილი დანაშაულის პროცენტული წილი

დაბოლოს, იხილეთ ინტერაქტიული რუკა, რომელზეც გარდა განხილულისა, სხვა სტატისტიკურ მონაცემებსაც გაეცნობით. გაითვალისწინეთ, რომ თბილისის რაიონების მონაცემები ამ რუკაზე არ არის დატანილი.

ინტერაქტიული რუკის სანახავად დააკლიკეთ

ინტერაქტიული რუკის სანახავად დააკლიკეთ

Advertisements

ოქტომბერი 16, 2011 - Posted by | Datablog | , , , , , ,

6 Comments »

  1. გარდაბანი და სტეწფანწმინდა რამ გადარია! 🙂
    ნუ ქუთაისი და ჯავახეთი გასაგებია…

    კომენტარი by barastyr | ოქტომბერი 16, 2011 | პასუხი

  2. ძალიან მაგარია!
    ისე, როგორ გააკეთე ეს ინტერაქტიული რუკა? ძალიან დიდი პროგრამისტული ჩალიჩი უნდა?
    სამსახურში დღეს მთელი დღე ვაკეთებდი ამას და კინაღამ გადავირიე: http://bit.ly/gmediamap

    კომენტარი by Dv0rsky | ოქტომბერი 24, 2011 | პასუხი

    • subscribe 🙂

      კომენტარი by Dv0rsky | ოქტომბერი 24, 2011 | პასუხი

    • კოდინგის თითქმის ნულოვანი ცოდნა :დ მსგავსი რუკის გაკეთების რამდენიმე მეთოდი არსებობს. ერთია ის, რაც შენ გამოგიყენებია, ანუ გუგლის “მაი მეფზ”. მაგ რუკის ჩასმა ვებსაიტზე ძალიან ადვილია – მარჯვენა ზედა კუთხეში ლინკის ნიშანი რომ აქვს, მანდ iframe კოდია. მეორე – რაც მე გამოვიყენე, ანუ ე.წ. Google Fusion Tables. საკმაოდ კარგი ხელსაწყოა და გარდა რუკებისა, მშვენიერი გრაფიკების გაკეთებაც შეიძლება. მთავარი გამომრჩა – თუკი მუნიციპალიტეტების კონტურების გამოსახვა გჭირდება, მაშინ დაგჭირდება ე.წ. KML ფაილი, რომელსაც ფიუჟენ თეიბლში ატვირთავ და შემდეგ – შეღებავ.

      კომენტარი by დიდი ზღვაოსანი | ოქტომბერი 25, 2011 | პასუხი

      • ოო, დიდი მადლობა – კაკ რაზ ეგ fusion tables არ ვიცოდი.
        ემბედი რა თქმა უნდა, ვიცოდი 🙂
        მადლობა კიდევ ერთხელ, ვცდი ეხლა

        კომენტარი by Dv0rsky | ოქტომბერი 25, 2011

  3. magari ramea zaan – mara exla wiki-shi da help-shi vikekebi, tore egre kargadac ver gaverkvie – ai gaperadeba da heat map-is gadideba minda

    კომენტარი by Dv0rsky | ოქტომბერი 25, 2011 | პასუხი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: