დიდი ზღვაოსნის ბლოგი

ინფოგრაფიკა: მთლიანი შიდა პროდუქტი და ”ფორბსის” მილიარდერთა სია

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გთავაზობთ კიდევ ერთ პოსტს ინფოგრაფიკის სერიიდან.  ჟურნალმა ”ფორბსმა”, რომელიც ტრადიციულად აქვეყნებს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ჩამონათვალს, ანალოგიური სია წელსაც წარუდგინა საზოგადოებას. მონაცემები დათვლილია მარტის თვის შედეგების მიხედვით. წელსაც პირველობას ლიბანური წარმოშობის მექსიკელი მაგნატი კარლოს სლიმ ელუ არავის უთმობს, რომლის ქონების მთლიანი ღირებულება 74 მლრდ. აშშ დოლარს აღწევს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ქვეყნების უდიდესი ნაწილის მთლიანი შიდა პროდუქტი გაცილებით ჩამორჩება სლიმის და მილიარდერთა დიდ ხუთეულში შემავალი ბილ გეითსის, უორენ ბაფეტის, ბერნარ არნოს და ლარი ელისონის ქონების ღირებულებას.

პირველი ხუთეულის ქონების ღირებულება უტოლდება ისეთი ქვეყნების მთლიან შიდა პროდუქტის რაოდენობას, როგორებიცაა ლიბია (2010), ომანი, შრი-ლანკა, ურუგვაი და ლიბანი. საინტერესოა, რომ იმ ქვეყნების მშპ-ის ჯამი, რომელთათვის აღნიშნული მაჩვენებელი 9 მლრდ-ზე ნაკლებია, ”დიდი ოთხეულის” ქონების საერთო ღირებულებას მნიშვნელოვნად ჩამორჩება.  საინტერესოა, რომ თუკი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებს გავითვალისწინებთ, მაშინ აღმოჩნდება, რომ მარკ ცუკერბერგის ქონების ღირებულება ”ცოტათი” აღემატება ჩვენი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას. მილიარდერთაგან ყველაზე ”ახლოს” ჩვენთან იტალიელი ბიზნესმენი, ”ლუქსოტიკას” მფლობელი ლეონარდო დელ ვეკიოა. ”ლუქსოტიკას” ჯგუფში შედის ისეთი ბრენდები, როგორებიცაა ”რეი-ბენი”, ”სანგლას-ჰათი” და ა.შ.

”ფორბსის” მილიარდერთა სიას ჩინელი ჩენგ იუ-ტუნგი ასრულებს, რომლის ქონების ღირებულება იმდენივეა, რამდენიც სომხეთის, პაპუა-ახალი გვინეის და ბურკინა-ფასოს მთლიანი შიდა პროდუქტი – 9 მლრდ. აშშ დოლარი

Advertisements

აპრილი 9, 2011 - Posted by | Datablog | , , , , , , , ,

3 Comments »

  1. datablog

    bolomde mjeroda, rom datas blogi iyo.

    კომენტარი by Freddie Krueger | აპრილი 9, 2011 | პასუხი

    • 😀 დათასი არა, Dataსია :

      კომენტარი by fmagellan | აპრილი 9, 2011 | პასუხი

  2. საწყალი ჩენ იუ ტუნგი

    კომენტარი by andria | აპრილი 9, 2011 | პასუხი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: