დიდი ზღვაოსნის ბლოგი

ვინ გსურთ მეზობლად?

გიფიქრიათ იმაზე, თუ რა ტიპის ადამიანებს არ ისურვებდით მეზობლად? მსოფლიო ღირებულებების კვლევის შედეგების მიხედვით აღმოჩნდა, რომ ქართველების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ლოთები, ნარკომანები, შიდსით დაავადებულები და ჰომოსექსუალები არასასურველი მეზობლები იქნებოდნენ.ამ გამოკვლევის შესახებ ჩემს ერთ-ერთ ადრინდელ პოსტშიც ვსაუბრობდი, დღეს კი მინდა, კიდევ რამდენიმე საინტერესო შედეგი გაგაცნოთ და ამასთან, ჩვენი ქვეყნის მონაცემები აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე სახელმწიფოში დაფიქსირებულ შედეგებს შევადაროთ.

გამოკითხვის შედეგებიდან ჩანს, რომ შიდსით დაავადებულთა და ჰომოსექსუალთა მიმართ არსებული სტიგმა მეტად მძლავრადაა საზოგადოებაში გამჯდარი. ერთადერთი ”უცხო” ელემენტი, რომელიც არასასურველ მეზობლად ქართველების ყველაზე მცირე რაოდენობამ დაასახელა, განსხვავებულ ენაზე მოსაუბრეები არიან.  ყველაზე ”შეუწყნარებელ” ”სხვებად” ჩვენთან ასევე ითვლებიან ალკოჰოლიზმით და ნარკომანიით დაავადებულები. ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ მათ მიკროსამყაროში (სამეზობლო სწორედ ამგვარ სივრცედ უნდა ჩაითვალოს) ამგვარი ადამიანების ადგილი არ არის.  ჩანს, რომ ქართულ საზოგადოებას ისევ საკმაოდ უჭირს ე.წ. ”განსხვავებულების” და მარგინალური ელემენტების ”ატანა”. თუკი სამი ქვეყნის მაჩვენებლებს შევადარებთ, ”სხვებისადმი” დამოკიდებულება ყველაზე რადიკალური სწორედ საქართველოშია, შედარებით ტოლერანტული კი – ბულგარეთში.

საქართველოს მოსახლეობის რელიგიისადმი დამოკიდებულება საუბრის ცალკე თემაა. კვლევის შედეგებიდან ჩანს, რომ ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებელთა 80%-ზე მეტი თვლის, რომ არამორწმუნე პოლიტიკოსები საჯარო თანამდებობებისთვის შეუფერებელნი არიან, როდესაც დანარჩენ ქვეყნებში აღნიშნული მაჩვენებელი გაცილებით მცირეა.

წინა მონაცემებით ასე თუ ისე შეიძლება შევაფასოთ ჩვენი საზოგადოების ტოლერანტულობის ხარისხი სხვებთან შედარებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სქესთა შორის დამოკიდებულება ასევე საკმაოდ რთულია – ჩვენთან გამოკითხულთა ნახევარზე მეტი თვლის, რომ სამუშაოზე მიღებისას მამაკაცებს უპირატესობა უნდა მიენიჭოთ, როდესაც ბულგარელთა 50% და სერბების თითქმის ორი მესამედი უარყოფითად აფასებს მსგავს სიტუაციას

კიდევ ერთი თვალშისაცემი განსხვავება არის დამოკიდებულება მარტოხელა დედებისადმი. გამოკითხულთა 60% საქართველოში არ ამართლებს მათ, ხოლო 17%-თვის გადაწყვეტილების მისაღებად კონტექსტის გათვალისწინებაა საჭირო. განხილული ორი ქვეყნის შემთხვევაში კი მარტოხელა დედებისადმი დადებითად განწყობილი რესპოდენტების პროცენტული წილი უარყოფითისას მნიშვნელოვნად აღემატება.

თანამედროვე საზოგადოების მშენებლობა დიდადაა დაკავშირებული სხვა ადამიანებისადმი შემწყნარებლურ დამოკიდებულებასთან, მიუხედავად არსებული მრავალი რადიკალური მოსაზრებისა. ”განსხვავებულებისადმი” შიში და ადამიანებში არსებული ფობიები უფრო პრობლემებზე მიუთითებენ, ვიდრე პროგრესულობასა და სიცოცხლისუნარიანობაზე. ”სხვების” იგნორირებამ შეიძლება უფრო რთულ შედეგებამდე მიგვიყვანოს, ვიდრე იმის აღიარებამ, რომ სირთულეები ჩვენშია და ცვლილებებს ვსაჭიროებთ. გზა რთული და წინააღმდეგობრივია, თუმცა აუცილებლად გასავლელი და გადასალახი.

Advertisements

თებერვალი 9, 2011 - Posted by | ფერადი | , , , , , , , , , ,

5 Comments »

  1. rogorc yoveltvis, mshvenieri iyo.
    dzalian saintereso statistikebs “adzrob.”

    კომენტარი by endeblogi | თებერვალი 10, 2011 | პასუხი

  2. hahaha…. dauqorwinebel wyvilebs ramxela procenti aqvs! 😀

    da homoseqsualistebs uaresi!

    sasacilo respodentebi…

    კომენტარი by Freddie Krueger | თებერვალი 10, 2011 | პასუხი

    • 😀 ამ კვლევაში შერჩევა ისეა გაკეთებული, რომ იგი საქართველოს მოსახლეობის მასშტაბითაა რეპრეზენტატული 😀 ანუ, ამას ფიქრობს ხალხი 😛

      კომენტარი by fmagellan | თებერვალი 11, 2011 | პასუხი

  3. და რატომ თვლის ვინმე იმას სასაცილოდ რომ არავის არ უნდა მეზობლად ნარკომანები და ჰომოსექსუალები? გინდათ ეგეთი მეზობლები? ღმერთმა გიმრავლოთ..

    აქ საუბარი არაა იმაზე რომ ვრიყავთ მსგავს საზოგადოებას. ეს შედეგი მოიტანა იმან, რომ გვეშინია ამ ხალხის, გვეშინია გამოყენებული შპრიცების და განდონების რომელიც უხვად ეყარა ხოლმე სადარბაზოებში.. ეს არაბუნებრივად ეჩვენება ვინმეს?

    მე საერთოდაც მომხრე ვარ რომ პიდარასტობა და ნარკომანია ისჯებოდეს კანონით.

    კომენტარი by kesha | თებერვალი 12, 2011 | პასუხი

    • მიშა, მგონი ამ პოსტში იმაზე არ მისაუბრია, ის კაცი რა კაცია, ვისაც ერთი გეი და ორი ნარკომანი მეზობელი არ ჰყავსო, არა? 🙂 შენს ყურადღებას დანარჩენ სამ დიაგრამაზე გავამახვილებდი. რაც იქ არის, ნამდვილად პრობლემაა, ჩემი მოკრძალებული აზრით.
      ნარკომანია ავადმყოფობაა, შესაბამისად, ამას ციხეში გამოკეტვა კი არა, მკურნალობა (მე ვიტყოდი, პრევენცია) ჭირდება. რაც შეეხება არატრადიციულ ურთიერთობებს, მოდი, აქაც არ დაგეთანხმები.

      კომენტარი by fmagellan | თებერვალი 12, 2011 | პასუხი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: