დიდი ზღვაოსნის ბლოგი

განვითარების ინდექსი

ადამიანიდ განვითარების ინდექსი გაეროს მიერ შემუშავებული მაჩვენებელია, რომლის მიხედვითაც ქვეყნების რანჟირება მათი განვითარების მიხედვით ხვდება. მასში ითვალისწინებენ ეკონომიკურ (მთლიანი შიდა პროდუქტი), დემოგრაფიულ (სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა) და განათლების მაჩვენებლებს. ამასთან, მოხსენებას თან ერთვის ათობით სხვა საინტერესო მაჩვენებელი. აღსანიშნავია, რომ ადამიანის განვითარების მოხსენებაში ასახულია მინიმუმ ერთი ან ორი წლის წინანდელი მონაცემები (მაგალითად, 2010 წლის ინდექსში ასახულია ქვეყნის 2008 წლის მდგომარეობა).
კარგად ვიცით, რომ განვითარებადი (კითხვა ისაა, როგორ შეიძლება, ამდენი ხანი ვითარდებოდე და ვერ განვითარდე) ქვეყნები აღნიშნული მაჩვენებლით ვერ დაიკვეხნიან. უფრო მეტიც – განვითარება რეგიონული ხასიათისაა.

გაეროს სტატისტიკოსებს უამრავი მაჩვენებელი გამოყავთ, რომლებიც შესაძლოა, პირდაპირ არ გამოიყენება ადამიანის განვითარების ინდექსის დასათვლელად, მაგალითად – ჯინის ინდექსი. იგი გვიჩვენებს, თუ რამდენად დიდია განსხვავება მოსახლეობის შემოსავალს/სიმდიდრეს შორის. რაც უფრო მაღალია ჯინის ინდექსი, უფრო დიდი უფსკრული არსებობს ქვეყნის მდიდარ და ღარიბ მოსახლეობას შორის

ქვემოთ შეგიძლიათ, იხილოთ სხვადასხვა მაჩვენებელი, რომელთა ერთმანეთთან შედარებაც საინტერესო იქნება.
ჯანდაცვაზე დანახარჯი ერთ სულ მოსახლეზე.

ქალთა პროცენტული რაოდენობა ადგილობრივ პარლამენტებში

გენდერული უთანასწორობის მაჩვენებელი

პერსონალური კომპიუტერების რაოდენობა ყოველ 100 კაცზე

კმაყოფილება ცხოვრებით:

Advertisements

ნოემბერი 9, 2010 - Posted by | ზღვაოსნის ჩანაწერები | , , , , , , , , ,

%(count)s კომენტარი »

  1. მაგარი რასისტული რაღაც არის ჩემი აზრით. ანუ შეიძლება დაყო ქვეყნები ეკონომიკური განვითარების მიხედვით, მაგრამ განვითარებული ზოგადად და განუვითარებელი ძალიან სუბიექტური ცნებაა და ეს კრიტერიუმები მეტწილად ასახავს განვითარებულობას ისე როგორც აღიქვამენ ამას დასავლეთის ქვეყნებში. დარწმუნებული ვარ ჩინელებმა ან იაპონელებმა რომ გააკეთონ თავისებური ინდექსის ადამიანთა განვითარებულობის განსხვავებული იქნება მეტ-ნაკლებად, ასევე რუსებმა ან არაბებმა ან თუნდაც ქართველებმა

    კომენტარი by andria | ნოემბერი 9, 2010 | პასუხი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: