დიდი ზღვაოსნის ბლოგი

ინტერმეცო

იმისთვის, რომ მიიღოთ ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, თქვენ:

  • უნდა იყოთ რეჟიმთან შეურიგებელი მებრძოლი და თქვენს ქვეყანაში დასავლური ღირებულებების, დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების დამკვიდრების მომხრე. ეს იდეა თქვენს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გარკვეულ ტრანსფორმაციას განიცდის და სწორედ ისეთ სახეს იღებს, რასაც ცოტა ხნის წინ თავად ებრძოდით
  • უნდა იყოთ აშშ-ის დამწყები, მოქმედი ან პენსიონერი პრეზიდენტი
  • უნდა იყოთ ისრაელის პრემიერ-მინისტრი. ამ შემთხვევაში თქვენ დაგჭირდებათ პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელი ან ეგვიპტის პრეზიდენტი, რომელთან ერთადაც ხანგამოშვებით, სასურველია, პრემიის გადაცემამდე რამდენიმე თვით ადრე, ხელს რაღაც ქაღალდებს მოაწერთ, ჩამოართმევთ, გადაკოცნით. ამ შემთხვევაში აღელვებული კომიტეტი პრემიასაც ჩაგახუტებთ.
  • უნდა იყოთ ელ გორი
  • უნდა იყოთ ამბიციური დიპლომატი, სასურველია – უნამუსო.

შიგადაშიგ ნობელის კომიტეტი დაირცხვენს ხოლმე და ვენ სიაბაოს ან აუნ შან სუ ჩის და ლეხ ვალენსას გადასცემს ხოლმე პრემიას, მაგრამ კიდევ უფრო ხშირად გამოტოვებს მოჰანდას კარამჩანდ განდის, ვაცლავ ჰაველს, ირენა კრჟიჟანოვსკა-სენდლერს…

თუმცა ლივერპულში სამოცდაათი წლის წინ დაბადებულმა კაცმა სიმღერით უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე იმ ადამიანთა უმეტესობამ, რომელთა სახელებს ოსლოს მერიაში ყოველი წლის შემოდგომაზე წარმოთქვამენ.
კაცნი ვართ, მაგრამ ვინ იცის, ეგებ ღირს, რომ მშვიდობას შანსი მივცეთ…

Advertisements

ოქტომბერი 9, 2010 - Posted by | ბედნიერი ბავშვობა, ზღვაოსნის ჩანაწერები | , , , , , , , , , , , ,

%(count)s კომენტარი »

  1. მაინც არაფერი გვეშველება, მაგრამ რადგან აქამდე მოვაღწიეთ ასე, მომავალშიც ასე გავაღწევთ 😀

    კომენტარი by blumgardt | ოქტომბერი 9, 2010 | პასუხი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: