დიდი ზღვაოსნის ბლოგი

ღირებულებები საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში – ჰომოსექსუალიზმი, რელიგია და მეუღლის ცემა

მსოფლიო ღირებულებათა კვლევა (World values survey) ტილბურგის უნივერსიტეტის მეტად საინტერესო პროექტია, რომლის მიზანიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა კულტურებში სოციალური, რელიგიური, პოლიტიკური თუ სხვა ღირებულებების მდგომარეობის შესწავლაა. იგი ითვალისწინებს გამოკითხვებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და რაც მთავარია, მათი მონაცემების მნიშვნელოვანი ნაწილი სრულიად ხელმისაწვდომია პროექტის ვებ-საიტზე. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ონლაინ რეჟიმში გააანალიზოს მონაცემები, ან თუკი რომელიმე სტატისტიკური პროგრამა და/ან შესაბამისი ცოდნა გააჩნია, ჩამოტვირთოს და უფრო რთული გამოთვლები ჩაატაროს.
ბოლო დროს აქტიურად განიხილავენ ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებას რელიგიის, არატრადიციული ურთიერთობების თუ სხვა მსგავსი სოციალურ-კულტურული საკითხების მიმართ. საინტერესოა, თუ რა ტენდენციას გვიჩვენებს მსოფლიო ღირებულებათა კვლევის შედეგები. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე გრაფიკი, რომელიც ერთმანეთთან ადარებს საქართველოსა და ასევე აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის შედეგებს, რომლებიც შედარებით ”გვგვანან” წარსულით თუ კულტურული თვალსაზრისით (გასაგებია, რომ მსგავსება საკამათო და პირობითია, თუმცა ანალიზისთვის ცუდი არაა).

როგორც ვხედავთ, გამოკითხვის თანახმად, საქართველო იმ ადამიანების პროცენტული მაჩვენებლით, რომლებიც მინიმუმ თვეში ერთხელ ან უფრო მეტჯერ ესწრება რელიგიურ მსახურებას, მხოლოდ რუმინეთს ჩამორჩება, ამასთან ჩვენთან საკმაოდ მცირეა იმ ადამიანების წილი, რომლებიც პრაქტიკულად არასოდეს დადიან ეკლესიებში, მეჩეთებში ან სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულეებში.

საინტერესოა, რომ საქართველოში გამოკითხულთა 97% რელიგიურია. რაც შეეხებათ სხვა ქვეყნებს, რელიგიური ადამიანების პროცენტული წილი ყველაზე დაბალი ბულგარეთშია, რომელიც ასევე გამოირჩევა ათეისტთა მაღალი მაჩვენებლით.

მიუხედავად იმისა, რომ რუმინეთის მოსახლეობაში საკმაოდ ძლიერია რელიგიური გრძნობები, ისინი, ბულგარელთა მსგავსად თვლიან, რომ რელიგიური ლიდერები ქვეყნის საერო ცხოვრებაში ნაკლებად უნდა ერეოდნენ. საინტერესოა, რომ იმ ადამიანთა წილი მოსახლეობაში, რომლებიც რაღაც დონეზე არ ეთანხმებიან აღნიშნულ აზრს და თვლიან, რომ ეკლესია უნდა ერეოდეს მთავრობის საქმიანობაში, სწორედ საქართველოშია მაქსიმალური.

ჩემი აზრით, ამ გრაფიკის სინამდვილეში ეჭვი არავის შეეპარება, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ ჰომოსექსუალური ურთიერთობები საქართველოში რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელია და ტაბუდადებული. ამ მაჩვენებლით საქართველო ჩამოთვლილი ქვეყნებისგან სრულიად განსხვავდება, რომლებშიც, თავის მხრივ მაინცდამაინც ლიბერალური დამოკიდებულება არ არის ერთსქესიანი ურთიერთობებისადმი…

ვერ გეტყვით, რისი ბრალია სერბების ამგვარი განწყობა ცოლის ცემისადმი, თუმცა ყველაზე მთავარი ისაა, რომ საქართველოში გამოკითხულთა 96% არასოდეს ამართლებს ქმრის მიერ მეუღლის ცემას. ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში კვლევის შედეგად არავის დაუფიქსირებია ამ მოვლენისადმი მეტნაკლებად დადებითი დამოკიდებულება…
თუკი ზემოთაღწერილი გრაფიკების შედეგებს მოკლედ შევაჯამებთ, ვნახავთ, რელიგიისა და რელიგიური ინსტიტუტებისადმი დადებითი დამოკიდებულება განხილული ქვეყნებიდან საქართველოში ყველაზე მაღალია. შეიძლება, ამითაც ავხსნათ ჰომოსექსუალური ურთიერთობებისადმი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება. ამასთან, საქართველოს მოსახლეობა უარყოფითადაა ოჯახური ძალადობისადმი განწყობილი, თუმცა, ადამიანთა მოსაზრება ხშირ შემთხვევაში არ ასახავს იმას, რასაც ისინი სინამდვილეში აკეთებენ…

Advertisements

სექტემბერი 9, 2010 - Posted by | ზღვაოსნის ჩანაწერები, ქართული დემოკრატია | , , , , , , , , , , ,

8 Comments »

  1. საინტერესო სტატისტიკაა 🙂

    კომენტარი by blumgardt | სექტემბერი 9, 2010 | პასუხი

  2. მიყვარს სტატისტიკები
    ეს ძალიან საინტერესოა

    კომენტარი by I love my Archilife | სექტემბერი 9, 2010 | პასუხი

  3. ისე მაინც გვეტყობა ევრო საბჭოს წევრი რო ვართ. “საქართველოში გამოკითხულთა 96% არასოდეს ამართლებს ქმრის მიერ მეუღლის ცემას” ეს დიდი საქმეა : ))

    კომენტარი by endeblogi | სექტემბერი 9, 2010 | პასუხი

  4. ამ გრაფიკიდან რაც დავინახე ისაა რომ ქართველები მატყუარები ყოფილან

    ბულგარელები ამ ერებს შორის კი ყველაზე პრადვინუტები

    სერბები – ჯიგრები 😀 ნამდვილმ მამაკაცმა თვეშ ერთი ორჯერ კი უნდა ცემოს ცოლი, აბა როგორ გინდა სხვანაირად ოჯახური ჰარმონია

    კომენტარი by andria | სექტემბერი 9, 2010 | პასუხი

    • ისე, ყველაზე მეტად რუმინელები რომ გვგვანან, არაფერი? 😀
      ქართველები მატყუარები კი არიან, მაგრამ აქ უფრო სხვა რამ მოქმედებს – ამას შეიძლება ”მეზობლის შიში” დავარქვა – ანუ ადამიანები თვლიან, როომ თავიანთი უსაფრთხოებისა და კეთლიდღეობისთვის სჯობს, ისე იფიქრონ ან უფრო სწორად, სხვებს მოაჩვენონ, რომ ფიქრობენ, როგორც საზოგადოებაშია მიღებული, ან საზოგადოების ზედაფენა ფიქრობს, თორემ ჭეშმარიტად მორწმუნე ქართველები 25 წლის წინ ასევე ჭეშმარიტად ორთოდოქსი ათეისტები იყვნენ 🙂

      კომენტარი by fmagellan | სექტემბერი 10, 2010 | პასუხი

  5. […] გამოკვლევის შესახებ ჩემს ერთ-ერთ ადრინდელ პოსტშიც ვსაუბრობდი, დღეს კი მინდა, კიდევ […]

    შეტყობინება by ვინ გსურთ მეზობლად « დიდი ზღვაოსნის ბლოგი | თებერვალი 9, 2011 | პასუხი

  6. ძალიან საეჭვო სტატისტიკაა, გადაამოწმეთ ვინმემ?
    ეს რა საშინელებაა.
    საქართველოში ათეისტები აღარ ვყოფილვართ საერთოდ?
    97% მორწმუნე 3% არარელიგიური
    96% ჰომოფობი
    ვახ 96%ს გაუგონიათ რომ ქალის ცემა არ შეიძლება
    ნეტა ბავშვის ცემაზე რა იტყოდნენ?

    ვაი ჩვენ

    კომენტარი by ქართველი ათეისტი | თებერვალი 11, 2012 | პასუხი

    • გამოკითხვის შედეგების ასეთი, მე არ მომიგონია 🙂

      კომენტარი by დიდი ზღვაოსანი | დეკემბერი 29, 2012 | პასუხი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: