დიდი ზღვაოსნის ბლოგი

გაიცანით აშშ

ავსტრიის შეერთებული შტატები, უფრო სწორად, დიდი ავსტრიის შეერთებული შტატები – შესაძლოა, ეს სახელმწიფო გვეხილა დღევანდელი ცენტრალური ევროპის ტერიტორიაზე, 1906 წელს ეთნიკური რუმინელის და ავსტო-უნგრეთის მოქალაქე იურისტის, აურელ პოპოვიცისიდეას ფართო მხარდაჭერა რომ ჰქონოდა.
ავსტრიის იმპერია, რომელიც 1867 წელს უნგრეთის რევოლუციის შედეგად დუალისტურ მონარქიად იქცა, მულტიეთნიკურ სახელმწიფოს წარმოადგენდა. რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, უნგრეთის შემადგენლობაში შემავალი ხალხები უფრო მეტად განიცდიდნენ ძალდატანებითი ასიმილაციის, ე.წ. მადიარიზაციის პროცესს, ვიდრე ამას იმპერიის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილში გერმანულენოვანი ავსტრიელები აკეთებდნენ. ცხადი იყო,
რომ საჭირო იყო ასიმეტრიული მოწყობის რაღაც სახე, რომელიც სხვა ხალხებსაც, რომლებიც ქვეყნის ავსტრიის შეერთებული შტატების ეთნიკური რუკამოსახლეობის 66 %-ს შეადგენდნენ, განვითარების თანაბარი საშუალებას მისცემდა. პირველი ამგვარი მოთხოვნა ჩეხურმა საზოგადოებამ წამოაყენა, რომელიც მრავალრიცხოვანი, ეკონომიკურად დაწინაურებული და საკმაოდ გავლენიანი იყო, თუმცა მათ წინააღმდეგობას სწორედ უნგრული ნაწილი უწევდა გერმანულენოვანზე მეტად, რადგან ამ მოვლენით უნგრული ზედაფენის, როგორც ქვეყნის მმართველი კლასის გავლენა დასუსტდებოდა, პლუს – უნგრეთი ტერიტორიული თვალსაზრისით საკმაოდ შემცირდებოდა. ასევე ცნობილია, რომ თავის დროზე მსგავსი იდეის, კერძოდ ”დუნაის სახელმწიფოს” იდეა დიდ უნგრელ მოღვაწეს (ეთნიკურად სლოვაკ) ლაიოშ კოშუტსაც გააჩნდა.

პოპოვიცის მიერ შემოთავაზებული გეგმა ითვალისწინებდა 15 ავტონომიური ერთეულის შექმნას, რომელთა საზღვრებიც ეთნიკური ჯგუფების განსახლების არეალს ემთხვეოდა. როგორც ვხედავთ, ქვეყნის ტერიტორიაზე სამი გერმანულენოვანი, ორ-ორი იტალიურ და უნგრულენოვანი, ხოლო თითო-თითო ჩეხური, სლოვაკური, პოლონური, უკრაინული, ხორვატული და სერბული ერთეული უნდა შექმნილიყო, თავიანთი საკმაოდ მაღალი დონის თვითმმართველობით. ამგვარად, დუალისტური მონარქია ასიმეტრიულ ფედერალურ სახელმწიფოდ გადაიქცეოდა.
ასეა თუ ისე, მსგავსი იდეა ვერ განხორციელდა, ჩვენ კი მხოლოდ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ, გახდებოდა თუ არა უკეთესი მსოფლიო ავსტრო-უნგრეთის აშშ-დ გადაკეთების შემთხვევაში. შეიძლებოდა, მაშინ სერბ სტუდენტსაც არ გამოეკრა იმ საბედისწერო დღეს ჩახმახისათვის თითი.

Advertisements

სექტემბერი 7, 2010 - Posted by | ზღვაოსნის ჩანაწერები | , , , , , , , , ,

%(count)s კომენტარი »

  1. მომეწონა. არ ვიცოდი ამ იდეის შესახებ არაფერი 🙂

    კომენტარი by blumgardt | სექტემბერი 8, 2010 | პასუხი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: