დიდი ზღვაოსნის ბლოგი

ქართულენოვანი Google და რელიგიური ექსტრემიზმი

დღეს ”გუგლის” ქართულენოვანმა ვერსიამ სიურპრიზი შემოგვთავაზა. როდესაც ეძებთ რაიმე ისეთს, რაც რეალურ შედეგს არ მოგცემდათ, მაგ. ”ასდლკჯ ადსლკ ჯალსკდ ” და მსგავს ტექსტს, ”გუგლი” ასეთი ტექსტით გპასუხობთ:

”თქვენი შეკითხვა – Google Ineqw;flk jdsa;lsf;lfdklhs – არ მოერგო არც ერთ დოკუმენტს. ქრისტეს მშვიდობა შენთან!
რჩევა-დარიგება:
* დარწმუნდით ყველა სიტყვის მართლწერაში.
* სცადეთ სხვა საკვანძო სიტყვები. წყალობა ღვთისა შენთანა!
* სცადეთ უფრო ზოგადი საკვანძო სიტყვები.
* სცადეთ ნაკლები საკვანძო სიტყვები.”

აი, სქრინშოთიც:

სიახლე ქართულ ”გუგლში”


როგორც ვხედავთ, თვით ”გუგლიც” კი გახდა ფსევდორელიგიური ექსტრემიზმის შეტევის მსხვერპლი, ან ვინმემ უშნოდ იხუმრა.
როგორც გავარკვიე, ”გუგლის” გაქართულებაც ვოლუნტიერების მეშვეობით ხდება, ანუ ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში. ჰოდა, თუკი ნამდვილად განაღვლებთ ამ საჭირო პროდუქტის ბედი თქვენს მშობლიურ ენაზე და გაქვთ გუგლის ანგარიში (ექაუნთი), შეიარეთ ამ ვებ-საიტზე, მცირეოდენი რეგისტრაციის შემდეგ გადადით რედაქტირების გვერდზე და ჩაასწორეთ ზემოთაღნიშნული ტექსტი. დამიჯერეთ, ამით ნამდვილად კარგ საქმეს გააკეთებთ…

Advertisements

აგვისტო 21, 2010 - Posted by | ზღვაოსნის ჩანაწერები | , , , , , ,

5 Comments »

  1. დღეს არ შემოუთავაზებია ეგ სიურპრიზი. რამდენიმე დღის წინ შევამჩნიე, ფეისბუქზეც კარგა ხანია მაგაზე ლაპარაკობენ.

    კომენტარი by Suigetsu Hōzuki | აგვისტო 22, 2010 | პასუხი

    • ამწუთას შევამოწმე და ისევ არის 🙂

      კომენტარი by fmagellan | აგვისტო 22, 2010 | პასუხი

      • არა, იმის თქმა მინდოდა, რომ დღეს არ დაწყებულა ეს…რაღაც. 😀

        კომენტარი by Suigetsu Hōzuki | აგვისტო 22, 2010

  2. ჰეჰ.. მაგარია… გუგლში მმკელი მოძრაობს ვიღაცა.. 🙂

    მალე ქართულენოვანი გუგლის ლოგო გადაკეთდება ინგლისურენოვანი, სატანური გ (რაც სინამდვილეში არა გ-ს არამედ სრულყოფილებას ანუ წრეს, გამობმულ კუდს ანუ სატანას აღნიშნავს) ჩანაცვლდება და ვეღარ იბოგინებენ ჩვენს ქვეყანაში სატნები მაგენი

    კომენტარი by Borgez | აგვისტო 23, 2010 | პასუხი

  3. აქ მალე იაღოვლებიც შემოგვესევიან 🙂

    კომენტარი by გლეხის ბიჭი | აპრილი 13, 2011 | პასუხი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: