დიდი ზღვაოსნის ბლოგი

Nouvelle Heraldique de la Géorgie

მომიტევეთ პოსტის სათაურში გაუმართავი ფრანგულისთვის, მაგრამ მგონია, რომ დღევანდელ პოსტს ამგვარი ტიტული შეეფერებოდა.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ადმინისტრაციულ ერთეულებს საკუთარი სიმბოლიკა – დროშები, გერბები და ჰიმნებიც კი გააჩნიათ. კარგია, რომ ამ მხრივ საქართველოშიც იგრძნობა გარკვეული ძვრები. საქართველოს ზოგიერთ ქალაქს მეფის რუსეთის დროსაც ჰქონდა საკუთარი ჰერალდიკური ნიშნები, კომუნისტური მმართველობისას აღნიშნული ტრადიცია არ იქნა შენარჩუნებული. მხოლოდ გასული საუკუნის 80-იან წლებში შეიქმნა თბილისის და რამდენიმე სხვა ქალაქის დროშა და გერბი. როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობამ აღნიშნული ხარვეზის გამოსწორება გადაწყვიტა და შედეგად საქართველოს რამდენიმე ქალაქსა და მუნციპალიტეტს საკუთარი ჰერალდიკური ნიშნებიც გაუჩნდათ, რომელთა შესახებ ინფორმაციის მოპოვება ქართულენოვან ვიკიპედიაშიც შეგიძლიათ, თუმცა სამწუხაროდ, სია არასრულია.


როგორც ხედავთ, წამოწყება კარგია, თუმცა ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ სიმბოლიკა თითქოს ერთფეროვანია და ერთ თარგზეა მოჭრილი. ჰერალდიკური ნიშნები გარკვეულწილად უნდა განასახიერებდნენ ამა თუ იმ ტერიტორიული ერთეულის ისტორიას, კულტურულ თავისებურებებს, რისი თქმაც ამ ახალ დროშებზე და გერბებზეც ნაკლებად შესაძლებელია…
თუმცა, კარგიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რადგან აღნიშნული სიმბოლიკის არსებობა ნორმალური სახელმწიფოსთვის აუცილებელია და მოდით, ჩავთვალოთ ეს წამოწყება წინ გადადგმულ ნაბიჯად.

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

აგვისტო 4, 2010 - Posted by | ზღვაოსნის ჩანაწერები, ქართული დემოკრატია | , , , , , , , , , , , , , , , , , ,

6 Comments »

  1. და სად არის გორის გერბი ჭაბუსო?

    კომენტარი by სტალინისტი | აგვისტო 6, 2010 | პასუხი

    • მომაწოდეთ და ჩავსვამ 🙂 ეგრე წყალტუბოს ძველი გერბიც (ჰქონდა!) არ დამიდია, ახლის დამტკიცებას ველოდები :))))

      კომენტარი by fmagellan | აგვისტო 6, 2010 | პასუხი

  2. აბა ერთი სტანდარტი უნდა იყოს. digital ვერსიები აქ რომაა ჩემი დახატულია.

    თავის თავად ერთი თარგია, რომელზეც სურათი იდება.

    კომენტარი by გიორგი | აგვისტო 17, 2010 | პასუხი

    • მშვენიერია 🙂 გიორგი, შეგიძლიათ, მიმითითოთ წყარო, ან ინფორმაცია სხვა მუნციპალიტეტის გერბების შესახებ? საქართველოს სამინისტროების ვებ-საიტებზე ჯერჯერობით ვერაფერი ვიპოვე…

      კომენტარი by fmagellan | აგვისტო 17, 2010 | პასუხი

      • წყარო არის ბროშურა, და პირველი არხის რეპორტაჟი – სამწუხაროდ, ეხლა ვეღარ ვიპოვე პირველი არხის საიტზე.

        http://commons.wikimedia.org/wiki/User:Gaeser/Flags

        ვიკიმედიაზე უფრო მეტი დროშაა, და რამდენიმე გერბიცაა. ჩემთვის ცნობილია, რომ არსებობს ნინოწმინდის გერბი და დროშა – მაგრამ არ მინახავს 😦 თუ მიაგნებთ, ნადლობელი დავრჩები.

        http://samtskhe-javakheti.blogspot.com/2010/04/blog-post_3287.html

        კომენტარი by გიორგი | აგვისტო 20, 2010

  3. ფაშისტური ესთეტიკა აშკარად ჭარბობს

    კომენტარი by ლევანი | სექტემბერი 20, 2010 | პასუხი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: