დიდი ზღვაოსნის ბლოგი

სტალინის ბიუსტი წყალტუბოში

ამ ცოტა ხნის წინ გორის ცენტრიდან დიდი ბელადის ძეგლი აიღეს და სავარაუდოდ, მისივე სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე მიუჩენენ ადგილს. სტალინის ძეგლები საქართველოში ჯერ კიდევ იოსებ ბესარიონის ძის სიცოცხლეშივე აღმართეს, თუმცა მათი უმეტესობა პარტიის მეოცე ყრილობას და პიროვნების კულტთან ბრძოლას შეეწირა. თუმცა გორის ცენტრში მან კიდევ არაერთი ათწლეული იარსება.
ვერ გეტყვით, ოცდამეერთე საუკუნეში სხვაგან მსოფლიოში დაუდგამთ თუ არა სტალინის ძეგლი, თუმცა დანამდვილებით გეტყვით, რომ 2001 წელს წყალტუბოს ადგილობრივი კომუნისტური პარტიის აქტივისტებისა და ”საზოგადოების” ზოგიერთი წარმომადგენლის ინიციატივით, ქალაქის პარკში ბელადის ბიუსტი გამოჩნდა.

ძეგლის გახსნა საზეიმო იყო, იყო სიტყვით გამოსვლებიც და ადგილობრივმა გაზეთმა ამ ღირსშესანიშნავ ამბავს კარგა მოზრდილი სტატიაც უძღვნა.

ჯერჯერობით, ბელადის ძეგლი ისევ ამშვენებს ქალაქის ცენტრს და მისი აღებაც სავარაუდოდ, არ იგეგმება. როგორც ხვდებით, ბიუსტი მხატვრულ ღირებულებას ნამდვილად არ წარმოადგენს. შესაძლოა, გორის ცენტრში ბელადის ძეგლის არსებობას რაღაც გამართლება ჰქონდეს (თუნდაც ის, რომ სტალინი სწორედ ამ შესანიშნავი ქალაქის მკვიდრი იყო თავისი სიცოცხლის პირველ წლებში), მაგრამ მგონია, რომ თუკი ეს უკანასკნელი ჩაბარდა ისტორიას, არც დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქში, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას თავმომწონედ მდგარი ბიუსტი იმსახურებს იქ ყოფნას.

Advertisements

ივლისი 1, 2010 - Posted by | ლეგენდები კომუნიზმზე, რეპორტაჟი პატარა ქალაქიდან | , , , , , , , , ,

4 Comments »

  1. სამტრედიაშიც ქალაქის ცენტში დგას.. 😦 ბიუსტი

    კომენტარი by Borgez | ივლისი 1, 2010 | პასუხი

    • ქუთაისშიც დგას, თან ერთ-ერთ ცენტრალურ მოდანზე. ეტყობა, იმერეთში ჯერ კიდევ 1952 წელია 😦

      კომენტარი by fmagellan | ივლისი 1, 2010 | პასუხი

  2. წყალტუბოს ქალაქად ქცევაში მაგ ადამიანს დიდი წვლილი აქვს შეტანილი და შესაბამისად მადლიერების ნიშანია ალბათ. კაი არ უნდა დაუკარგო კაცს 🙂

    კომენტარი by ბადრი | ივლისი 21, 2010 | პასუხი

    • მართალი ხარ, მაგრამ ეყოფა მაგას მეექვსე აბაზანის ბარელიეფზე ყოფნა 🙂

      კომენტარი by fmagellan | ივლისი 21, 2010 | პასუხი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: