დიდი ზღვაოსნის ბლოგი

ტყუპი დროშები

დროშა ტერიტორიული ერთეულის თუ ორგანიზაციის უმთავრესი სიმბოლოა, რომელიც გარკვეულ აზრს გვიყალიბებს მათ შესახებ. დროშების დიზაინი, მართალია, გარკვეულ წესებს ემორჩილება, თუმცა მათი მრავალფეროვნება რაოდენობის პირდაპირპროპორციულია, მაგრამ დამთხვევები არსებობს, რომლებიც შეგიძლიათ, ქვემოთ იხილოთ.

ინდონეზია და პოლონეთი გეოგრაფიული და კულტურული ანტიპოდები არიან; ანტიპოდებს წარმოადგენენ მათი დროშებიც – წითელი და თეთრი ზოლები საპირისპირო მხარეზე არიან განლაგებულები. მართალი გითხრათ, გარჩევა ცოტა რთული კია –  ისინი თითქმის იდენტური ტყუპები არიან.

ინდონეზია და პოლონეთი

ქალაქი კუსკო ინკების ძველი დედაქალაქია და გასაკვირი სულაც არაა მისი მცხოვრებლების გადაწყვეტილება, ქალაქის სიმბოლოდ ვიფალას, ანდების ინდიელთა დროშის გამოყენება. მაგრამ ყველაზე სახალისო ისაა, რომ ვიფალა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ლგბტ მოძრაობის დროშას და საქმეში ჩაუხედავ ადამიანს შესაძლოა, კუსკოელთა სექსუალურ ორიენტაციაშიც შეეპაროს ეჭვი…

კუსკოს ვიფალა და ლგბტ-ის სეპტაკოლორი

კუსკოს ვიფალალგბტ

ირლანდიის და კოტ დ’ივუარის დროშები პოლონეთისა და ინდონეზიის მსგავსად, იდენტურ ტყუპებს წარმოადგენენ:
კოტ დ’ივუარი და ზურმუხტოვანი რესპუბლიკა

დაბოლოს, ყველაზე საინტერესო – იაკობ ნიკოლაძის იდეის მიხედვით შექმნილი საქართველოს რესპუბლიკის პირველი დროშა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიმბოლოს 2004 წლამდე წარმოადგენდა, ორეული არც მეტი, არც ნაკლები, ინდოეთის ერთ-ერთი წვრილი სამთავროს დროშის სახით აღმოაჩნდა. მართალია, სანდურის დროშაზე შინდისფერი შედარებით ”გახუნებულია” და ცოტა სტაფილოსფერიც დაკრავს, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ არც ისე დიდი ხნის წინ საქართველოს ოფიციალურ შენობებზეც კი ანალოგიურად ფერგასული დროშები ფრიალებდა…
საქართველო და… სანდური

Advertisements

მაისი 4, 2010 - Posted by | ზღვაოსნის ჩანაწერები | , , , , , , , , , , ,

11 Comments »

  1. და მონაკოი? 😀

    კომენტარი by garxoza | მაისი 4, 2010 | პასუხი

  2. გარხოზ ჯან, ძლივს არ გამახსენე ეგ? მონაკოც – არადა, მახსოვდა, ინდონეზიაპოლონეზიისნაირი დროშა კიდევ რომ იყო, სინგაპურს აქვს კიდევ ეგეთი, ოღონდ მთვარიანი. ჩამჭერი რა :დ – სვოიაკშიც ხომ მიგებ გეოგრაფიაში 🙂

    კომენტარი by fmagellan | მაისი 4, 2010 | პასუხი

  3. ის შემთხვევით მოგიგე 🙂

    მარა შემდეგზე უფრო მომზადებული მოვალ 😀

    კომენტარი by garxoza | მაისი 4, 2010 | პასუხი

  4. heh, bolo magaria. sad gamochxike, davit? 😀

    კომენტარი by guniah | მაისი 4, 2010 | პასუხი

    • იქ, სადაც მეც და შენც ძალიან გვიყვარს ქექვა 🙂 ანუ წიკიპედიაში

      კომენტარი by fmagellan | მაისი 4, 2010 | პასუხი

  5. eg wikipedia daggupavt tqven! :))

    ise, davit, lixtenshtainisa da haitis droshebi?

    კომენტარი by freddie krueger | მაისი 4, 2010 | პასუხი

    • ეგეც არის, ოღონდ, როგორც მახსოვს, ლიხტენშტაინის დროშაზე გვირგვინია გამოსახული, ჰაიტისაზე – მაგათი ზარბაზნიანი გერბი 🙂

      კომენტარი by fmagellan | მაისი 5, 2010 | პასუხი

  6. Rumineti da chadi
    mali da gvinea

    კომენტარი by not big not big french | მაისი 4, 2010 | პასუხი

  7. eg olimpiadis shemdeg gamosaxes is gvirgvini! :p

    naciebs fantazia ar aqvt mokled. 😀

    კომენტარი by freddie krueger | მაისი 5, 2010 | პასუხი

    • არა კაცო, ლიხტენშტაინი ხომ სათავადო, თუ სამთავროა და მაგ ვარიანტში :ჵ

      კომენტარი by fmagellan | მაისი 5, 2010 | პასუხი

  8. მონაკოს დროშა დაგავიწყდა 😛 გადმობრუნებული პოლონეთია. აგრეთვე ლუქსემბურგი და ნიდერლანდები.

    სხვათა შორის, ჩეხეთის ეროვნული დროშაც პოლონეთის მსგავსად წითელ-თეთრი იყო, და ჩეხოსლოვაკიის შექმნის შემდეგ, დაამატეს ლურჯი სამკუთხედი. აი, სახელმწოფოს დაშლის შემდეგ კი რატომღაც ჩეხებმა დროშა აღარ შეცვალეს 🙂

    კომენტარი by blumgardt | მაისი 5, 2010 | პასუხი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: