დიდი ზღვაოსნის ბლოგი

სახალისო ტოპონიმიკა 2 – თბილისის ქუჩები

საქართველოს დედაქალაქში 1100-ზე მეტი ქუჩაა, შესაბამისად, მრავალფეროვანია მათი სახელწოდებებიც. თბილისის რუკაზე შეგვიძლია ვიხილოთ როგორც სოციალისტური რეალიზმის ამსახველი სახელწოდებები, ასევე ახლახანს დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტისა და მისი უგენიალურესობა დაბლიუ ბუშის სეხნიაც კი. ქვემოთ კი მოცემულია რამდენიმე ქუჩა, რომელთა სახელწოდებებიც ყველაზე სახალისოდ მომეჩვენა და მგონია, რომ თქვენც დაგაინტერესებთ.

ბნელი ქუჩა

ამ სახელწოდების ტოპონიმი შეგვიძლია, ვიხილოთ ძველ თბილისში, ლესელიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუ გავითვალისწინებთ აქ არსებული ქუჩების სივიწროვეს, სრულებითაც არაა გამორიცხული, რომ მსგავსი სახელწოდება სიმართლეს შეესაბამებოდეს

გოგირდის ქუჩა

თბილისი რომ გოგირდოვანი წყლებით მდიდარია, ამის შესახებ არავინ კამათობს, პირიქით – ქალაქში აბანოს ქუჩის ახლოს სწორედ პერიოდული ცხრილის მეთექვსმეტე ელემენტის მოსახელე მდებარეობს.

დოქის ქუჩა

არც იმაზე დავობს არავინ, საქართველო ღვინის ქვეყანა რომაა. თბილისში ამ სითხესთან დაკავშირებული ქუჩებიც არსებობს: ღვინის ქუჩა, ღვინის აღმართი და რა თქმა უნდა, დოქის ქუჩაც:

ვარდის ქუჩა

ნუ გეგონებათ, რომ ეს ქუჩა თბილისში 2003 წლის შემდეგ გამოჩნდა…

მიტინგის ქუჩა

მე თუ მკითხავთ, ეს სახელი რუსთაველის პროსპექტს უფრო შეეფერება, მაგრამ გასაბჭოებამდე რევოლუციური საქმიანობა თბილისის პროლეტარულ უბნებში, ამ შემთხვევაში – ნაძალადევში უფრო აქტიური იყო.

საყვირის ქუჩა

ჩვენი კომუნისტური წარსულის კიდევ ერთი ნაშთი: საყვირი პიონერული მოძრაობის განუყოფელი ატრიბუტია, შესაბამისად, მან საკუთარი საპატიო ადგილი თბილისის რუკაზეც იპოვა

ტყეკულტურის და ტყის ქუჩები

კიდევ ერთი სოციალისტური ბარბარიზმი, რომელიც ვერაფრით ჯდება ქართული სალიტერატურო ენის ნორმებში, თუმცა ვინ რას დაგიდევდათ – მთავარი ხომ იდეა გახლდათ

რაც შეეხება ტყეს, ეს პატარა ქუჩა შეგიძლიათ მთაწმინდაზე იხილოთ

ფიზკულტურის ქუჩა

პროლეტარიატის დიქტატურა მოქალაქეთა კარგ ფიზიკურ კონდიციებში ყოფნას დიდ ყურადღებას უთმობდა და ეს მხოლოდ ГТУ-ს ნორმების ყოველწლიურ ჩაბარებაში არ გამოიხატებოდა

შხეფის ქუჩა

ტოპონიმი, რომლის წამოშობა და თბილისის რუკაზე მოხვედრის მიზეზი ჩემთვის ალბათ დიდი ხანი დარჩება გამოცანად…

ცისარტყელას ქუჩა

ყველაზე პოეტური და ლამაზი სახელწოდება ბოლოსთვის შემოვინახეთ. ჩანს, მის ნათლიას ორიგინალური აზროვნება არ ღალატობდა, თან თუ დააკვირდებით, ქუჩის ფორმა ძალიან წააგავს ცისარტყელისას.

წყარო: http://urban.tbilisi.gov.ge/map/map.phtml
Advertisements

აპრილი 19, 2010 - Posted by | ზღვაოსნის ჩანაწერები | , , , , , , , ,

13 Comments »

  1. ვა რა მაგარია :D:D:D შხეფის და ცისარტყელის ქუჩის სახელწოდებები მომეწონა ყველაზე მეტად, აი დოოოქის ქუჩამ კი მაგრად გამაკვირვა :D:D:D:D

    კომენტარი by ნინო | აპრილი 19, 2010 | პასუხი

  2. au ra magaria cosartyelaze rom cxovrob..

    gekitxebian sad cxovrob eubnebi.. cisartyelaze 🙂 cisartyelas 7 😛

    კომენტარი by kesha | აპრილი 19, 2010 | პასუხი

    • ესეც მაგარია ”- სად ცხოვრობ? -ტყეზე” :დ

      კომენტარი by fmagellan | აპრილი 19, 2010 | პასუხი

  3. დოქის ქუჩის ქვემოთ ასევე საინტერესო “ნინო ჩხეიძის” ქუჩა დავლანდე 😀

    კომენტარი by Garxoza | აპრილი 19, 2010 | პასუხი

    • ეგ ნინო ჩხეიძე მსახიობი იყო მგონი :)) ის არ არის, ჩვენ რომ გვგონია :დ

      კომენტარი by fmagellan | აპრილი 19, 2010 | პასუხი

      • მართალია, ნინო ჩხეიძე მსახიობი (უფრო თეატრის) იყო და ნამდვილად გამორჩეულიც; კიდევაა ჩხეიძის ქუჩა, ოღონდ ის უშანგია, ზემოხსენებული ნინოს ძმა იყო და ანალოგიურად მსახიობი;

        და ამ ქუჩებს ვერ გადაარქმევენ სახელებს, მაინცდამაინც ჯიქიას ქუჩისთვის რომ არ შეეცვალათ დასახელება???:(:(

        კომენტარი by lex tempus | აპრილი 20, 2010

  4. ara,ashkarad sainteresoa.me shxefis qucha momewona dzalian,magram ai es tyekultura da fizkultura_ sashinelebaa.fantaziis nakleboba(nu,vinmem sheidzleba originaluri daarqvas,magram mainc sashinelebaa).yochag dato,kargi statiaa.

    კომენტარი by Hallibelle | აპრილი 20, 2010 | პასუხი

  5. შხეფის ციხეც არსებობს სენაკის რაიონში და შეიძლება მის საპატივსაცემოდ დაარქვეს. :))

    კომენტარი by mate | აპრილი 20, 2010 | პასუხი

  6. ღვინის ქუჩა დღეს აღმოვაჩინე :>

    კომენტარი by ჰიუსტონ | აპრილი 20, 2010 | პასუხი

  7. “საყვირის ქუჩა” – რა სასაცილო იქნება ვუვუზელას ქუჩა 🙂

    კომენტარი by mylpi | ივნისი 26, 2010 | პასუხი

  8. მიტინგის ქუჩაზე საუკუნისა და 6 წლის წინ მაგარი ამბები იქნებოდა, ოკლენდი და მანჰეტენი მონაგონი იქნებოდა. აუ ერთი მაგ დროს ჩამაგდო რა.

    კომენტარი by Andria | ნოემბერი 21, 2011 | პასუხი

  9. hahaha magaria

    კომენტარი by natali chakhvadze | დეკემბერი 5, 2011 | პასუხი

  10. ძალიან სახალისო და სიანტერესო პოსტია!

    კომენტარი by catword | დეკემბერი 7, 2011 | პასუხი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: