დიდი ზღვაოსნის ბლოგი

ტელემარაზმი

ჩვენი საზოგადოება ტოტალურად ტელედამოკიდებულია. ტელედამოკიდებულია იმიტომ, რომ ტელევიზორი ჩვენს ცხოვრებაში მშობლების შემდეგ (რომლებმაც გაგვაჩინეს) ალბათ ყველაზე დიდ როლს ასრულებს. გარდა ამისა, ბოლო წლებია, ამ მედიასაშუალებას ყველაზე დიდი გავლენა აქვს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ვარდების რევოლუცია, გარდა ამჟამინდელი პრეზიდენტის, აწგანსვენებული პრემიერისა და სპიკერყოფილი ოპოზიციონერის ძალისხმევისა, ”რუსთავი 2-ის” მონაწილეობის გარეშე ვერ შედგებოდა. რომ არა ტელევიზია, კაციშვილი ვერ გაიგებდა გაყალებებული არჩევნების შესახებ, ყოველ შემთხვევაში, დიდი საპროტესტო მასის მობილიზება შეუძლებელი იქნებოდა.

მსგავსი რამ მოხდა 2007 წლის შემოდგომაზე. აქ უკვე ”იმედმა” ითამაშა მობილიზატორის როლი, რამაც შედეგად ხანგრძლივი და მწვავე საპროტესტო გამოსვლები მოიტანა.
თუმცა რაც 2010 წლის 13 მარტს დაფიქსირდა, ფანტაზიის არცერთ ჩარჩოში არ ჯდება, როდესაც ნახევარი საქართველო გულგახეთქილი ეძებდა ვალიდოლს ან ტელეფონს, რათა ახლობლებს დაკავშირებოდა. სატელევიზიო სიუჟეტს ამგვარი პანიკა იმ ახალი წლის შემდეგ არ გამოუწვევია, როდესაც ჯანდაცვის მინისტრმა ქვეყნის მოსახლეობას მილოცვასთან ერთად საქართველოს პოპულაციის ნახევრის სავარაუდო გაწყვეტის ამბავი მიახალა.
სიუჟეტის შემდეგ სტუდიაში ანალიზისთვის მიწვეულმა საზოგადოებამ განაცხადა, რომ საჭიროა მსგავსი კადრების გაშვება, რათა ადამიანები მზად იყვნენ საფრთხისთვის და ახსოვდეთ ახლო წარსულის გამოცდილება. ჩვენი საზოგადოება გულმავიწყია და შეუძლია, ფეხქვეშ გაეგოს იმ ძალას, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩვენს მოსახლეობას ხოცავდა და ქალაქებსა და სოფლებს უმოწყალოდ ასწორებდა მიწასთან.
მაგრამ სინამდვილეში სიუჟეტმა სხვა რამ დაგვანახა – საზოგადოების კონსოლიდირების ნაცვლად ადამიანებს უმწეობის გრძნობა დაეუფლათ. მათ მოისმინეს, რომ პრეზიდენტი დაიღუპა, უცხო ქვეყნის ჯარი დედაქალაქს უტევს, ვიღაცამ თავი სახალხო მთავრობად გამოაცხადა. შოკური მდგომარეობის გავლის შემდეგ, ალბათ ნაკლებად მოიძებნება ადამიანი, ვინც იმგვარად გაიგებს სიუჟეტის დედააზრს, როგორც ეს ავტორებს ჰქონდათ ჩაფიქრებული.
პრობლემის თავი კი ალბათ გარდა არაპროფესიონალიზმისა, ჩვენს მიერ ტელეამბების გადაჭარბებული აღქმაა, თუმცა ეს უკანასკნელი არ გამორიცხავს ”იმედის” ხელმძღვანელობის უპასუხისმგებლო საქციელს. თუმცა, ისმის კიდევ ერთი უპასუხო კითხვა – თუკი ტელევიზია სრულად კონტროლდება ხელისუფლების მიერ, რა საჭირო იყო მოსახლეობის ასეთი დაფეთება? განა ეს არის კონსოლიდაციისკენ მიმავალი გზა?

Advertisements

მარტი 13, 2010 - Posted by | ქართული დემოკრატია | , , , , , , , , ,

8 Comments »

  1. რა კარგი სატაურია 🙂
    მაგას სოციომარაზმი და ინტერნეტ მარაზმიც მიამატე და კარგი ტრილოგია გამოვა იმედზე, ხალხზე და პარანოიაზე

    კომენტარი by fsiQe | მარტი 13, 2010 | პასუხი

    • მაშინ ზოგადად მარაზმს დავარქმევ 🙂 მოკლედ და კონკრეტულად აღწერს ჩვენს მდგომარეობას 🙂 ეგ ისეთი თემაა, რომ ტრილოგია კი არა მთელი საგა გამოვა, თან დაუსრულებელი

      კომენტარი by fmagellan | მარტი 13, 2010 | პასუხი

  2. სამწუხაროდ ბევრისთვის ის სულაც არაა უცხო ქვეყანა, და ეს იმედის წინ სახელდახელოდ მოწყობილმა აქციამაც დაგვანახა http://dodka.ge/2010/03/14/imedibrbo/
    იმედმა ერთი ძალიან ცუდი და საბედისწერო შეცდომა დაუშვა. არ მიაწერა, რომ ეს დადგმული იყო (მაგრამ ამ შემთხვევაში ხალხი ისევე გულგრილად შეხედავდა ყველაფერს, როგორც ნოღაიდელის და ბურჯანაძის რუსეთის კარზე სირბილს უყურებს.)
    მოკლედ, იმედი დამნაშავეა, მაგრამ

    კომენტარი by fsiQe | მარტი 13, 2010 | პასუხი

    • ეჭვი მაქვს, აღნიშნული სიუჟეტის შინაარსი ვინც საჭიროა, იმან არ იცოდა (იმან 🙂 ). იმიტაციის არმითითება კი ჟურნალისტის და მასალაზე მომუშავის ”პროფესიონალიზმზე” მეტყველებს, რაც კიდევ ერთი სატირალი თემაა. რაც შეეხება რუსის მარწუხიდან გათავისუფლებას, ამ ჭირს კიდევ ჩვენი ხალხი როდის ამოიგდებს თავიდან, ძნელი სათქმელია. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ისინი მაინც ”გვიყვარს”. ალბათ გათავისუფლებული მონის კომპლექსია… სამწუხაროდ…

      კომენტარი by fmagellan | მარტი 13, 2010 | პასუხი

  3. უჯიშო ნაბიჭვრები არიან, ”1984”_ის მსგავსი ფორმაციის შექმნა სურთ ამ დედანაწვალებ ადამიანებს. ნაძირლები რომ არიან, ცხადია, მარა ასეთი გულუბრყვილო იდიოტებიც თუ იქნებოდნენ, რას ვიფიქრებდი! ნუთუ ჰგონიათ, რომ მოახერხებენ, გვაცხოვრონ მუდმივ შიშსა და ტყუილში?!
    სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს წესით მთელი ”შემოქმედებითი კოლექტივი” ნორმალურ ქვეყანაში, მარა სადაა ნორმალური ქვეყანა, ნორმალურ ქვეყანაში ასეთ bullshit-ს არ გაუშვებენ ნაციონალურ არხზე.
    დედით კუნძები ესენი!

    კომენტარი by aleqsi | მარტი 14, 2010 | პასუხი

  4. იმიტაცია გამიგია მე ორგაზმის, და არა ანანიზმის!
    ეშმაკმა დალახვროს!
    რუსეთს ”აბნევენ” და ხელს უშლიან! რუსული გენერალიტეტი, თავდაცვის უწყება, პრემიერი და ზოგჯერ (:D )` პრეზიდენტიც მიუსხდებიან ხოლმე ტელევიზორებს, გადართავენ ხოლმე ”იმედზე” მოკალათდებიან ერთად დივანზე და სულმოუთქმელად ელოდებიან, როდის დაიწყება ”ქრონიკა”!
    ვირიშვილები!

    კომენტარი by aleqsi | მარტი 14, 2010 | პასუხი

  5. 2007 წელი რა შუაშია ? პოლიტიკა ყველგან იგრძნობა .

    კომენტარი by mamuka | მარტი 14, 2010 | პასუხი

    • იმ შუაშია, რომ აქაც ტელევიზიამ შეასრულა ხალხის მობილიზებაში უდიდესი როლი. აბა, ინგას რომ არ ეჩვენებინა ოქრუაშვილთან ინტერვიუ, მოხდებოდა განა რამე?

      კომენტარი by fmagellan | მარტი 14, 2010 | პასუხი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: