დიდი ზღვაოსნის ბლოგი

აღმოსავლურიდან დასავლურისკენ

რატომაა შეუძლებელი ყველა ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრება? ამ თემაზე წერისას ბევრი მკვლევარი, განსაკუთრებით დასავლეთში, ღრმად განხილვისგან თავს იკავებს. თავისთავად ცხადია, რომ ნორვეგიულ და ინდურ, ისლანდიურ და ბოცვანის დემოკრატიებს შორის ისეთი სხვაობაა, როგორიც ცასა და მიწას შორის. დემოკრატია, როგორც სისტემა, მთლიანად დასავლური, კერძოდ ქრისტიანული და კიდევ უფრო კონკრეტულად, ევროპული პროტესტანტული ცივილიზაციის პირმშოა. არ უნდა ავურიოთ ძველი ბერძნული და თანამედროვე დემოკრატიები ერთმანეთში. პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს კლანური დემოკრატიის განვითარებულ ფორმასთან, როდესაც ერთი, საკმაოდ ჩაკეტილი საზოგადოების თანაბარუფლებიანი წევრები გადაწყვეტილებებს ხმათა უმრავლესობით იღებენ. არსებობენ საზოგადოებები, რომელთა მართვაც თითქმის შეუძლებელია ან ძალიან რთულად განსახორციელებელია დემოკრატიის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია 🙂 , საზოგადოების განვითარების ისტორიული და კულტურული თავისებურებები საშუალებას არ იძლევა, ყველგან მართვის ერთნაირი ფორმა იყოს ეფექტური. საქმე ის არ არის, რამდენად სამართლიანია ესა თუ ის მართვის ფორმა, არამედ რამდენად ეფექტურად წყვეტს იგი თავის წინაშე არსებულ ამოცანებს. ნებისმიერი სისტემა ცდილობს, რომ ასე თუ ისე უზრუნველყოს საკუთარი სტაბილურობა და მაქსიმალურად შეზღუდოს წევრების მისწრაფება ცენტრიდანული მოქმედებებისკენ.

ძვ. წ. აღ. 209 ჩენ-შენის და ვუ-გუანის აჯანყება
ძვ. წ. აღ. 154 შვიდი სახელმწიფოს აჯანყება
ახ. წ. აღ 17 ლიულინის აჯანყება
ახ. წ. აღ 17 ჩიმეის აჯანყება
ახ. წ. აღ 184 ყვითელდოლბანდიანდთა აჯანყება
ძვ. წ. აღ. 204 ახ. წ. აღ. 220 ბრინჯის ჯანყები
756-763 ან-შის აჯანყება
1340 წითელდოლბანდიანდთა აჯანყება
1640-45 ლი-ძიჩენის აჯანყება
1655 – 1677 სამი მთავრის გადატრიალება
1796 თეთრი ლოტოსის აჯანყება
1856-1872 ტაიპინელთა აჯანყება
1855-1867 მეჩირაღდნეთა აჯანყება
1899-1901 ბოქსიორთა აჯანყება
1911 ცინხაის რევოლუცია
1945-1949 სამოქალაქო ომი

ჩინური საზოგადოება უნიკალურია. მისი მართვის ფორმა არსებითად არ შეცვლილა ბოლო სამი ათასი წლის მანძილზე და დასავლური მართვის სისტემის სრულ ანტიპოდს წარმოადგენს.  კონფუცის მოძღვრება, რომელიც ეფექტურად გამოიყენეს ჩინეთის მმართველებმა, გარკვეულწილად ქადაგებდა უფროსისადმი მორჩილებას, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩინელი ფილოსოფოსი წინააღმდეგი იყო მართვის ძალისმიერი მეთოდების გამოყენებისა და მმართველებს მოუწოდებდა, საკუთარი მაგალითი მიეცათ ქვეშემრდომებისთვის. მნიშვნელოვანი იყო ქვეშემრდომთა აღზრდა, რაც ასევე დაკავშირებულია ძველი ჩინური კლანური ურთიერთობების გადმონაშთებთან, სადაც წინაპრებისადმი პატივისცემა რიტუალის დონემდე იყო ატანილი. საინტერესოა, რომ კონფუცის მსგავსად, მეორე უდიდესი ჩინელი მოაზროვნე, ლაო-ძიც გარკვეულწილად აიდეალებდა წარსულს, როცა ადამიანები პატარ-პატარა თემების სახით ცხოვრობდნენ და უხუცესები საყოველთაო პატივისცემით იყვნენ მოსილნი.

მართვის ჩინური მოდელი ტიპიური აღმოსავლური მოდელია, რომელიც ნაკლებად გულისხმობს საზოგადოების ფართო ფენების ჩაბმას მართვასა და დემოკრატიულ პროცესებში. სათავეში არსებული მცირე პრივილეგირებული ფენის წარმომადგენლები მართვას ძირითადად უზარმაზარი ჩინოვნიკური აპარატისა და ძლიერი არმიის მეშვეობით ახორციელებენ. სახელმწიფო მოხელეებს ამგვარ პირობებში საკუთარი ტერიტორიის ან დაქვემდებარებულ სისტემაში სრულიად შეუზღუდავი ხელისუფლება აქვთ.

მოცემული სისტემა დიდად არ დაგიდევთ ადამიანის სიცოცხლეს და შეუძლია, საჭირო მიზნის განსახორციელებლად უზომო რაოდენობის მსხვერპლი გაიღოს, რაც სრულიად შეუსაბამოა დასავლური აზროვნებისთვის. მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ საზოგადოება ამას ეგუება და იტანს, რადგან მისთვის წარმოუდგენელია, მოიქცეს სხვანაირად. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში ბოლო 2500 წლის მანძილზე ოცამდე უდიდესი მასობრივი გამოსვლა და აჯანყება დაფიქსირდა, ჩინურმა მართვის სისტემამ ყველაფერს გაუძლო და სავარაუდოდ, კიდევ გაუძლებს. კრიზისულ პერიოდში იგი ეფექტურად ახერხებდა, მორგებოდა ახალ სიტუაციას, თუმცა მისი ძირითადი ნიშან-თვისებები იგივე რჩებოდა.

სხვა ანალოგიური ტიპის სახელმწიფოები კი ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ სტაბილურობის შენაჩუნებას. სპარსეთი, არაბთა სახალიფო, მონღოლთა იმპერია, საბჭოთა კავშირი ანალოგიური მართვის ტიპის ქვეყნებია, რომლებმაც სისტემური კრიზისის პერიოდში დაქვეითება განიცადეს. საინტერესოა ისიც, რომ მათ ნაშთებზე წარმოშობილი ქვეყნები ასევე უმეტესწილად ვერ ახერხებენ დასავლური ფასეულობების დანერგვას და განვითარების იგივე გზას უბრუნდებიან, რაც მათმა წინამორბედებმა გამოიარეს. მაგალითისთვის დღევანდელი რუსეთი კმარა, რომელმაც გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების წარუმატებელი ”დემოკრატიული ექსპერიმენტების” შემდეგ ისევ ძველი და კარგად გატკეპნილი ავტორიტარიზმის ბილიკს დაუბრუნდა.ზოგადად, ერის აზროვნების შეცვლა ძალიან რთულია. ის, რაც საუკუნეთა მანძილზე ყალიბდება, ერთი ხელის მოსმით ვერ განადგურდება. გერმანელი ერის შეცვლას ორი მსოფლიო ომი დაჭირდა, იაპონელებისას – მეორე მსოფლიო ომში დამარცხება და ჰიროსიმასა და ნაგასაკის ტრაგედია. ამერიკელები ბოლო ორასი წელიწადია ცდილობენ, დემოკრატია დაამკვიდრონ ლათინურ ამერიკაში, მაგრამ ამ მცდელობას ჯერჯერობით არ გაუმართლებია და საპირისპირო შედეგებს იღებს (გავიხსენოთ ორი იმბეცილი ლიდერი – უგო ჩავესი და ევო მორალესი). საქართველომ, რომელმაც დასავლურ ცივილიზაციასთან აქტიური ურთიერთობა მხოლოდ ოციოდე წელია, დაიწყო (არ ვთვლით გასული საუკუნის შედარებით ”ნათელ” ორ ათწლეულს), ჯერჯერობით ვერაფრით მოახერხა, განევითარებინა თანამედროვე წარმატებული სამოქალაქო ინსტიტუციები და ამ მხრივ ჯერჯერობით ვერ დავიკვეხნით. მრავალი მიზეზის გარდა აქ უცილობლად უნდა აღინიშნოს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი. ჩვენს ქვეყანას ბოლო რვაასი წელია, არ ჰქონია ერთიანი სახელმწიფო. ცალკეული კუთხეების დაქსაქსულობა აყალიბებდა მათ შორის მნიშვნელოვან განსხვავებებს და რაც მთავარია, საქართველო ყოველთვის იყო ტიპიური აღმოსავლური მართვის სისტემების მქონე ქვეყნების გავლენის და მფლობელობის ქვეშ, რის გამოც ჩვენთანაც მეტროპოლიების მსგავსი ინსტიტუციები ვითარდებოდა. ამ გავლენისგან გათავისუფლება გარკვეულწილად დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით პროცესი ძალიან რთულად და ნაკლები წარმატებით მიმდინარეობს. დემოკრატია, რომელიც დასავლური მართვის სისტემის განუყოფელი ნაწილია, ჯერჯერობით ჩვენთან ნაკლებადაა დამკვიდრებული. სამწუხაროდ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მმართველები გარკვეული დროის შემდეგ მაინც ავტორიტარიზმის ნიშნებს აჩენენ. ეს სენი ალბათ მანამ არ აღმოიფხვრება, სანამ საზოგადოება ახალი პრინციპების მისაღებად მზად არ იქნება. სანამ თითოეული ჩვენგანი არ მოახერხებს წარსულის მავნე გავლენისგან გათავისუფლებას. ქართველ ერს ნამდვილად შესწევს იმის ძალა, რომ საბოლოოდ ჩამოშორდეს აღმოსავლურ აზროვნებას და დაუბრუნდეს იმ წიაღს, სადაც ჩვენი ადგილი ნამდვილად არის.

Advertisements

სექტემბერი 16, 2009 - Posted by | ქართული დემოკრატია | , , , ,

3 Comments »

  1. სიჭინავას დემოკრატიული სალამი! : D

    კომენტარი by Kubrick | სექტემბერი 17, 2009 | პასუხი

    • შენ კიდევ ჩემი კინემატოგრაფიულ-ფიზკულტსალამი :დ

      კომენტარი by fmagellan | სექტემბერი 17, 2009 | პასუხი

  2. დღეს ჩვენი საზოგადოების მთავარი პრობლემა ვფიქრობ ის არის, რომ ქართველი მუდამ ”მხსნელის” მოლოდინშია… ყველა პრეზიდენტი ხმების უმრავლესობით ავირჩიეთ, მაგრამ ბოლოს გარდა, რომელსაც ასევე უპირობო გადადგომას სთხოვენ, ყველა ჩამოვაგდეთ… ვფიქრობ ჯერ საბჭოური მენტალიტეტისგან უნდა განვთავისუფლდეთ… ხალხმა უნდა გაიგოს რომ მის გასაკეთებელს არავინ გააკეთებს და მითიური მხსნელის არჩევა შეუძლებელია… და რაც მთავარია, როგორც მსოფლიოში ”პირველი”(თუმცა ამბობენ პირველი ისლანდიააო-ალთინგი და ამბაავი) დემოკრატიული სახელმწიფოს ერთერთმა დამფუძნებელმა მამამ თქვა: დემორკატია არის მმართველობის ფორმა, რომელიც ეფუძნება განათლებას… ჩვენთან კი კარგად იცი ყბადაღებული 3 დიპლომი უსაქმურობაში გატარებულ მინიმუმ 10 წელს ნიშნავს და მეტს არაფერს… ალბათ მაინც Tempo curant… ნამდვილად შეგვიძლია დემოკრატიულ საქყისებზე აგებული ძლიერი სახელმწიფოს შექმნა. ვისურვებდი მზარდი ეკონომიკითა და ქართველი მოსახლეობით..

    კომენტარი by Watt | სექტემბერი 22, 2009 | პასუხი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: