დიდი ზღვაოსნის ბლოგი

სიმბოლოები და ბედის ირონია

რა შეიძლება იყოს ქვეყნის ნათელი მომავლის სიმბოლო? ყველაზე მარტივი და ადვილად აღსაქმელი რა თქმა უნდა, ის ნივთია, რომელსაც სინათლის მოცემა შეუძლია – თუნდაც, თომას ალვა ედისონის გენიის პირმშო ვარვარის ნათურა. ალბათ იკითხავთ, სად ნათურა და სად ნათელი მომავალიო, მაგრამ კომუნისტი ლიდერებისთვის, განსაკუთრებით კი 800px-Lenin_Kashinoვლადიმირ ილიჩისთვის ეს ორი ცნება განუყოფელი იყო. ბელადი თვლიდა, რომ მშრომელთა ნათელი და ბედნიერი ცხოვრება პირდაპირ იყო დაკავშირებული ვარვარის ნათურებთან, რომლებსაც უნდა გაეფანტათ ბნელი და მოეფინათ ნათელი ახალი ქვეყნისთვის. ”ილიჩის ნათურების” გაჩენა ლენინის ხალხში გასვლის ერთ-ერთ მორიგ ფაქტს უკავშირდება, როდესაც მან სოფელ კაშინოში ჰიდროელექტროსადგური გახსნა როგორც ხვდებით, ამ ამბავს მგზნებარე საპროგრამო სიტყვის გარეშე არ ჩაუვლია (არა, აშკარად მაგონებს ჩვენს თანამედროვეობას…). კაშინოელები ისე აღფრთოვანებული დარჩნენ სიახლით, რომ სინათლის ახალ წყაროს მოხსენიება მოფერებით დიდი ბელადის მამის სახელით დაიწყეს. თუმცა, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, აღნიშნული სიახლეც პროპაგანდის ობიექტად იქცა. მართალია, საბჭოეთის სოფლები სიბნელიდან გამოვიდა, თუმცა ილიჩის ნათურების შუქი იმდენად სუსტი იყო, რომ მისი გამოყენება მხოლოდ საკუჭნაოების, მცირე საწარმოო ობიექტების და მისთანების გასანათებლად თუ გამოდგებოდა, ხოლო სწავლასმოწყურებული წითელი ახალგაზრდობა ელექტროჭრაქის მბჟუტავ სინათლეზე მხოლოდ თვალებს თუ დაითხრიდა… მადლიერ საბჭოთა ხალხში ტექნიკური სიახლის ზედწოდება ნახევრადგაკეთებული თუ ნახევრადდაუმთავრებელი საქმის სიმბოლოდ იქცა.
Korean_peninsula_at_nightამას წინათ, ინტერნეტში საინტერესო ფოტოს წავაწყდი, რომელზეც კორეის ნახევარკუნძულის ღამეული მდგომარეობა იყო გამოსახული. ნამდვილად ვერ ვერ ვიტყვი იმას, რომ ჩრდილო კორეელები სხვებთან შედარებით მეტად ყაირათიანები არიან და ელქტროენერგიის ღამის საათებში მოხმარებას ერიდებიან, ან კიდევ იმპერიალისტების თავდასხმის შიშით სიბნელის საფარქვეშ ამჯობინებენ ყოფნას. კორეული კომუნიზმის იდეოლოგს, ბელადს, მამა-მარჩენალს და შემოქმედს, კიმ-ჩენ-ირსაც, თავისი საბჭოელი/რუსი კოლეგის მსგავსად, აწუხებდა ხალხის ნათელი მომავლის ბედი. საინტერესოა, რომ ორი ლიდერის იდეები ერთმანეთს დაემთხვა – ორივემ თავისი ყურადღება ქვეყნის ელექტრიფიკაციას მიაპყრო. ”გოელროს” გეგმით, რომელიც რუსეთის ელექტრიფიკაციასა და მის ერთიან ქსელში ჩართვას ითვალისწინებდა, ლენინმა ფაქტიურად საფუძველი ჩაუყარა საბჭოთა კავშირის გეგმარებით ეკონომიკას და ეკონომიკურ-გეოგრაფიულ დარაიონებას. რაც შეეხება კორეელს, სინათლის, უფრო სწორად კი მისი წარმოების იდეა კიმ-ჩენ-ირმა ჩრდილოეთის გერბზე გადმოსცა – თქვენ ახლაც შეგიძლიათ იხილოთ მის ცენტრალურ ნაწილში გიგანტური ჰიდროელექტროსადგურის გამოსახულება. იდეა მარტივი და ადვილად ჩასაწვდომია – კომუნიზმი, როგორც ახალი იდეოლოგია, უნდა გამხდარიყო სინათლის, ცოდნის, თავისუფლების გენერატორი, რომელიც მთელს მსოფლიოს ძმობის, ერთობისა და თავისუფლების შუქს მოჰფენდა. მაგრამ საბოლოოდ, კიმის გონებაში იგი ”ჩუჩხემ”, თვითდაკმაყოფილებამ გადაწონა (ამგვარ საგარეოპოლიტიკურ მასტურბაციას რომ არასოდეს გაუმართლებია, კორეის ახლო მეზობლებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს).
414px-Coat_of_Arms_of_North_Korea.svgყველაფერის შემხედვარეს ერთი საინტერესო ფრაზა გამახსენდა, რომელიც რუსმა მჭევრმეტყველმა და შეთავსებით, პოლიტიკოსმა ვიქტორ ჩერნომირდირმა წარმოთქვა რუსეთის 1993 წლის ჩაფლავებული ფულის რეფორმის დახასიათებისას – ”Хотели как лучше, а получилось как всегда”. იდეები დიდი იყო, თუმცა რა შედეგები გამოიღეს, ყველამ უწყის. ვერც ლენინმა გაანათა საბჭოეთის სოფლები სათანადოდ და გასხივოსნებულ ჩრდილო კორეას თქვენ თვითონ ხედავთ სურათზე. სიმბოლოებმა კი შეიცვალეს მნიშვნელობა და ამჟამად განუხორციელებელი დიდი იდეების კომიკურ გამოხატულებად იქცნენ…

Advertisements

აგვისტო 19, 2009 - Posted by | ლეგენდები კომუნიზმზე | , , , ,

4 Comments »

  1. ”Хотели как лучше, а получилось как всегда” – კარგი ნათქვამია. განათების რა გითხრა მაგრამ ხალხის გონების დაბნელება კი მოახერხეს.

    კომენტარი by ჯორჯ პაიკი | აგვისტო 19, 2009 | პასუხი

    • რა თქმა უნდა, ხალხის გონების დაბნელება ხომ ტოტალიტარული (და არამარტო) რეჟიმების საყვარელი საქმიანობაა 🙂

      კომენტარი by fmagellan | აგვისტო 19, 2009 | პასუხი

  2. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ გერბებს და სიმბოლოებს. ხალხზე (განსაკუთრებით, ბრბოზე) მაგრად მოქმედებს და სასურველ შედეგს იძლევა!

    კომენტარი by ჰიუსტონ | აგვისტო 19, 2009 | პასუხი

  3. საინტერესოა მაგალითებია
    ფოტო ძალიან მაგარია, მაგრამ გერბმა ვაბშე დაგლიჯა :დ

    ისე საბჭოთა რესპუბლიკების გერბების გადათვალიერებით თავისუფლად შეიძლება გაიგო ქვეყნის ეკონომიკური პრიორიტეტები, შემოსავლის მთავარი წყარო და დასაქმების მთავარი სფერო, მოკლედ, ქვეყნის ეკონომიკის მინი-მიმოხილვა შეიძლება ჩაატარო გერბებზე და დროშებზედაკვირვებით

    კომენტარი by andria | სექტემბერი 8, 2009 | პასუხი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: