დიდი ზღვაოსნის ბლოგი

ის, რაც ცამ უნდა დაინახოს

ესა თუ ის ისტორიული პერიოდი საზოგადოების ცხოვრების ყველა კომპონენტზე ახდენს გავლენას. მანერები, ქცევა, ჩაცმულობა, ხელოვნება, ყოველდღიურობა – ეს ამ ზეგავლენის არასრული ჩამონათვალია. ის, რომ არქიტექტურაში გარკვეული იდეების გადმოცემა ჩვეულებრივი მოვლენაა, სულაც არაა საკამათო. საგნების ვიზუალური აღქმა ხომ ზემოქმედების ძალიან გავრცელებული მეთოდია (შუა საუკუნეებში ეკლესიის ფრესკებიGPI_11 უწიგნურთათვის ბიბლიის მაგივრობას წევდა , ახლა კი ჩვენი გონება უმეტესწილად ტელევიზიით მოწოდებული მხედველობითი ინფორმაციის საშუალებით ახდენს სამყაროზე აზრის წარმოდგენას).
ნებისმიერი რეჟიმი ნებსით თუ უნებლიედ ცდილობს, თავისი მმართველობის პერიოდში ვიზუალურ ხელოვნებაში მხოლოდ საკუთარი თავისთვის დამახასიათებელი ნიუანსი შეიტანოს, რათა თავისი  განსხვავებულობა გამოხატოს. ეს ფაქტი საკმაოდ საინტერესო ანალიზის და მსჯელობის საგანია, თუმცა აქ ჩვენ მხოლოდ ერთ საკმაოდ ცნობილ, თუმცა ძალიან საინტერესო მაგალითს მოვიტანთ. ყველამ ვიცით, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსს ჩაქუჩ-ნამგლის ფორმა გააჩნია. მართალია, ამჟამად ამ მსგავსების შემჩნევა ერთი შეხედვით რთულია მრავალი მიშენების თუ გადაკეთების გამო, თუმცა ჰაერიდან ან რუკიდან ოდნავი დაკვირვების შედეგად ყველაფერი ნათელი ხდება.
შენობების არა, მაგრამ ფაშისტებმა გერმანიაში, სოფელ ცერნიკოვის მახლობლად არსებულ ტყეში ხეები GPI_2ისე დარგეს, რომ შემოდგომისას შუაგულ მწვანე ტყეში ყვითელი სვასტიკის დანახვა შეგეძლოთ, თუმცა ბოლო წლებში ადგილობრივმა მთავრობამ ხეები მოჭრა.
მოყვანილი პირველი ორი მაგალითი ასე თუ ისე პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა, თუმცა შენობებისა და მიწისზედა ნაგებობების ფორმაში გარკვეული აზრის ჩადების იდეა ძირითადად რელიგიურ ნიადაგზე წარმოიშობოდა. გავიხსენოთ ქრისტიანული ტაძრების ფორმა, ასევე საიდუმლო ნიშნები ნასკას უდაბნოში, რომელიც სავარაუდოდ, ანალოგიური იდეის მატარებელია და სულაც არ წარმოადგენს გარმიანელთა კოსმოსურ შუქნიშნებს თუ ასაფრენ ბილიკებს.
ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება აღნიშნულ თემაზე, თუმცა საინტერესოა – ვის უნდა ეყურებინა ციდან GPI_3Iტექნიკური უნივერსიტეტის ჩაქუჩ-ნამგლისთვის? ღმერთს, რომლის არსებობასაც კომუნისტები არ ცნობდნენ? საინტერესოა – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (მაშინდელი პოლიტექნიკური უნივერსიტეტის) გამოყოფა საბჭოთა ოკუპაციის დამყარებიდან ერთ წელიწადში მოხდა. იდეაში უმაღლესი სასწავლებელი ტაძარს წარმოადგენს – ტაძრებს კი ქრისტიანულ სამყაროში ძირითადად ჯვრის ფორმა ჰქონდათ. საკმაოდ საინტერესო ჩანაფიქრი ჰქონია არქიტექტორს – ახალი ტიპის ტაძრების ახალი ტიპის ფორმა გვიცხადებს, რომ ახალ სამყაროში უმაღლესი არა ღმერთი, არამედ განათლება და ცოდნაა. საქმე გვაქვს ძველი სიმბოლიკის სულ სხვა მიზნით გამოყენებასთან. ჩანს, რომ კომუნისტები სიმბოლოებს საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევდნენ. ისინი ცდილობდნენ, გათავისუფლებულიყვნენ წარსულისგან, თუმცა ამის გასაკეთებლად ადრე აპრობირებულ და დამუშავებულ მეთოდებს იყენებდნენ – ცნობილი ფაქტია, რომ გასული საუკუნის ოციან წლებამდე ბავშვების მონათვლის ნაცვლად მათი ”მოვარსკვლავება” დაიწყეს. რეჟიმი ცდილობდა, ხალხში გამჯდარი ყველა წეს-ჩვეულებისთვის ახალი ანალოგი მოეძებნა, თუმცა ეს მცდელობა, როგორც ვხედავთ, საკმარისი არ აღმოჩნდა. შეიძლება, ეს ყველაფერი დღეს სასაცილოდაც გვეჩვენებოდეს, მაგრამ თავის დროზე მას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. სიმბოლოები არასოდეს კარგავენ აზრს, უბრალოდ იცვლება ის მნიშვნელობა, რაც მათგან უნდა აღვიქვათ და გავითვალისწინოთ.

October 9, 2009 Posted by | ლეგენდები კომუნიზმზე | , , , , | Leave a Comment

სიმბოლოები და ბედის ირონია

რა შეიძლება იყოს ქვეყნის ნათელი მომავლის სიმბოლო? ყველაზე მარტივი და ადვილად აღსაქმელი რა თქმა უნდა, ის ნივთია, რომელსაც სინათლის მოცემა შეუძლია – თუნდაც, თომას ალვა ედისონის გენიის პირმშო ვარვარის ნათურა. ალბათ იკითხავთ, სად ნათურა და სად ნათელი მომავალიო, მაგრამ კომუნისტი ლიდერებისთვის, განსაკუთრებით კი 800px-Lenin_Kashinoვლადიმირ ილიჩისთვის ეს ორი ცნება განუყოფელი იყო. ბელადი თვლიდა, რომ მშრომელთა ნათელი და ბედნიერი ცხოვრება პირდაპირ იყო დაკავშირებული ვარვარის ნათურებთან, რომლებსაც უნდა გაეფანტათ ბნელი და მოეფინათ ნათელი ახალი ქვეყნისთვის. ”ილიჩის ნათურების” გაჩენა ლენინის ხალხში გასვლის ერთ-ერთ მორიგ ფაქტს უკავშირდება, როდესაც მან სოფელ კაშინოში ჰიდროელექტროსადგური გახსნა როგორც ხვდებით, ამ ამბავს მგზნებარე საპროგრამო სიტყვის გარეშე არ ჩაუვლია (არა, აშკარად მაგონებს ჩვენს თანამედროვეობას…). კაშინოელები ისე აღფრთოვანებული დარჩნენ სიახლით, რომ სინათლის ახალ წყაროს მოხსენიება მოფერებით დიდი ბელადის მამის სახელით დაიწყეს. თუმცა, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, აღნიშნული სიახლეც პროპაგანდის ობიექტად იქცა. მართალია, საბჭოეთის სოფლები სიბნელიდან გამოვიდა, თუმცა ილიჩის ნათურების შუქი იმდენად სუსტი იყო, რომ მისი გამოყენება მხოლოდ საკუჭნაოების, მცირე საწარმოო ობიექტების და მისთანების გასანათებლად თუ გამოდგებოდა, ხოლო სწავლასმოწყურებული წითელი ახალგაზრდობა ელექტროჭრაქის მბჟუტავ სინათლეზე მხოლოდ თვალებს თუ დაითხრიდა… მადლიერ საბჭოთა ხალხში ტექნიკური სიახლის ზედწოდება ნახევრადგაკეთებული თუ ნახევრადდაუმთავრებელი საქმის სიმბოლოდ იქცა.
Korean_peninsula_at_nightამას წინათ, ინტერნეტში საინტერესო ფოტოს წავაწყდი, რომელზეც კორეის ნახევარკუნძულის ღამეული მდგომარეობა იყო გამოსახული. ნამდვილად ვერ ვერ ვიტყვი იმას, რომ ჩრდილო კორეელები სხვებთან შედარებით მეტად ყაირათიანები არიან და ელქტროენერგიის ღამის საათებში მოხმარებას ერიდებიან, ან კიდევ იმპერიალისტების თავდასხმის შიშით სიბნელის საფარქვეშ ამჯობინებენ ყოფნას. კორეული კომუნიზმის იდეოლოგს, ბელადს, მამა-მარჩენალს და შემოქმედს, კიმ-ჩენ-ირსაც, თავისი საბჭოელი/რუსი კოლეგის მსგავსად, აწუხებდა ხალხის ნათელი მომავლის ბედი. საინტერესოა, რომ ორი ლიდერის იდეები ერთმანეთს დაემთხვა – ორივემ თავისი ყურადღება ქვეყნის ელექტრიფიკაციას მიაპყრო. ”გოელროს” გეგმით, რომელიც რუსეთის ელექტრიფიკაციასა და მის ერთიან ქსელში ჩართვას ითვალისწინებდა, ლენინმა ფაქტიურად საფუძველი ჩაუყარა საბჭოთა კავშირის გეგმარებით ეკონომიკას და ეკონომიკურ-გეოგრაფიულ დარაიონებას. რაც შეეხება კორეელს, სინათლის, უფრო სწორად კი მისი წარმოების იდეა კიმ-ჩენ-ირმა ჩრდილოეთის გერბზე გადმოსცა – თქვენ ახლაც შეგიძლიათ იხილოთ მის ცენტრალურ ნაწილში გიგანტური ჰიდროელექტროსადგურის გამოსახულება. იდეა მარტივი და ადვილად ჩასაწვდომია – კომუნიზმი, როგორც ახალი იდეოლოგია, უნდა გამხდარიყო სინათლის, ცოდნის, თავისუფლების გენერატორი, რომელიც მთელს მსოფლიოს ძმობის, ერთობისა და თავისუფლების შუქს მოჰფენდა. მაგრამ საბოლოოდ, კიმის გონებაში იგი ”ჩუჩხემ”, თვითდაკმაყოფილებამ გადაწონა (ამგვარ საგარეოპოლიტიკურ მასტურბაციას რომ არასოდეს გაუმართლებია, კორეის ახლო მეზობლებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს).
414px-Coat_of_Arms_of_North_Korea.svgყველაფერის შემხედვარეს ერთი საინტერესო ფრაზა გამახსენდა, რომელიც რუსმა მჭევრმეტყველმა და შეთავსებით, პოლიტიკოსმა ვიქტორ ჩერნომირდირმა წარმოთქვა რუსეთის 1993 წლის ჩაფლავებული ფულის რეფორმის დახასიათებისას – ”Хотели как лучше, а получилось как всегда”. იდეები დიდი იყო, თუმცა რა შედეგები გამოიღეს, ყველამ უწყის. ვერც ლენინმა გაანათა საბჭოეთის სოფლები სათანადოდ და გასხივოსნებულ ჩრდილო კორეას თქვენ თვითონ ხედავთ სურათზე. სიმბოლოებმა კი შეიცვალეს მნიშვნელობა და ამჟამად განუხორციელებელი დიდი იდეების კომიკურ გამოხატულებად იქცნენ…

August 19, 2009 Posted by | ლეგენდები კომუნიზმზე | , , , , | 4 Comments

   

Follow

Get every new post delivered to your Inbox.