დიდი ზღვაოსნის ბლოგი

Nouvelle Heraldique de la Géorgie

მომიტევეთ პოსტის სათაურში გაუმართავი ფრანგულისთვის, მაგრამ მგონია, რომ დღევანდელ პოსტს ამგვარი ტიტული შეეფერებოდა.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ადმინისტრაციულ ერთეულებს საკუთარი სიმბოლიკა – დროშები, გერბები და ჰიმნებიც კი გააჩნიათ. კარგია, რომ ამ მხრივ საქართველოშიც იგრძნობა გარკვეული ძვრები. საქართველოს ზოგიერთ ქალაქს მეფის რუსეთის დროსაც ჰქონდა საკუთარი ჰერალდიკური ნიშნები, კომუნისტური მმართველობისას აღნიშნული ტრადიცია არ იქნა შენარჩუნებული. მხოლოდ გასული საუკუნის 80-იან წლებში შეიქმნა თბილისის და რამდენიმე სხვა ქალაქის დროშა და გერბი. როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობამ აღნიშნული ხარვეზის გამოსწორება გადაწყვიტა და შედეგად საქართველოს რამდენიმე ქალაქსა და მუნციპალიტეტს საკუთარი ჰერალდიკური ნიშნებიც გაუჩნდათ, რომელთა შესახებ ინფორმაციის მოპოვება ქართულენოვან ვიკიპედიაშიც შეგიძლიათ, თუმცა სამწუხაროდ, სია არასრულია.


როგორც ხედავთ, წამოწყება კარგია, თუმცა ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ სიმბოლიკა თითქოს ერთფეროვანია და ერთ თარგზეა მოჭრილი. ჰერალდიკური ნიშნები გარკვეულწილად უნდა განასახიერებდნენ ამა თუ იმ ტერიტორიული ერთეულის ისტორიას, კულტურულ თავისებურებებს, რისი თქმაც ამ ახალ დროშებზე და გერბებზეც ნაკლებად შესაძლებელია…
თუმცა, კარგიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რადგან აღნიშნული სიმბოლიკის არსებობა ნორმალური სახელმწიფოსთვის აუცილებელია და მოდით, ჩავთვალოთ ეს წამოწყება წინ გადადგმულ ნაბიჯად.

This slideshow requires JavaScript.

August 4, 2010 Posted by | ზღვაოსნის ჩანაწერები, ქართული დემოკრატია | , , , , , , , , , , , , , , , , , , | 6 Comments

ტყუპი დროშები

დროშა ტერიტორიული ერთეულის თუ ორგანიზაციის უმთავრესი სიმბოლოა, რომელიც გარკვეულ აზრს გვიყალიბებს მათ შესახებ. დროშების დიზაინი, მართალია, გარკვეულ წესებს ემორჩილება, თუმცა მათი მრავალფეროვნება რაოდენობის პირდაპირპროპორციულია, მაგრამ დამთხვევები არსებობს, რომლებიც შეგიძლიათ, ქვემოთ იხილოთ.

ინდონეზია და პოლონეთი გეოგრაფიული და კულტურული ანტიპოდები არიან; ანტიპოდებს წარმოადგენენ მათი დროშებიც – წითელი და თეთრი ზოლები საპირისპირო მხარეზე არიან განლაგებულები. მართალი გითხრათ, გარჩევა ცოტა რთული კია -  ისინი თითქმის იდენტური ტყუპები არიან.

ინდონეზია და პოლონეთი

ქალაქი კუსკო ინკების ძველი დედაქალაქია და გასაკვირი სულაც არაა მისი მცხოვრებლების გადაწყვეტილება, ქალაქის სიმბოლოდ ვიფალას, ანდების ინდიელთა დროშის გამოყენება. მაგრამ ყველაზე სახალისო ისაა, რომ ვიფალა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ლგბტ მოძრაობის დროშას და საქმეში ჩაუხედავ ადამიანს შესაძლოა, კუსკოელთა სექსუალურ ორიენტაციაშიც შეეპაროს ეჭვი…

კუსკოს ვიფალა და ლგბტ-ის სეპტაკოლორი

კუსკოს ვიფალალგბტ

ირლანდიის და კოტ დ’ივუარის დროშები პოლონეთისა და ინდონეზიის მსგავსად, იდენტურ ტყუპებს წარმოადგენენ:
კოტ დ’ივუარი და ზურმუხტოვანი რესპუბლიკა

დაბოლოს, ყველაზე საინტერესო – იაკობ ნიკოლაძის იდეის მიხედვით შექმნილი საქართველოს რესპუბლიკის პირველი დროშა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიმბოლოს 2004 წლამდე წარმოადგენდა, ორეული არც მეტი, არც ნაკლები, ინდოეთის ერთ-ერთი წვრილი სამთავროს დროშის სახით აღმოაჩნდა. მართალია, სანდურის დროშაზე შინდისფერი შედარებით ”გახუნებულია” და ცოტა სტაფილოსფერიც დაკრავს, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ არც ისე დიდი ხნის წინ საქართველოს ოფიციალურ შენობებზეც კი ანალოგიურად ფერგასული დროშები ფრიალებდა…
საქართველო და… სანდური

May 4, 2010 Posted by | ზღვაოსნის ჩანაწერები | , , , , , , , , , , , | 11 Comments

   

Follow

Get every new post delivered to your Inbox.