დიდი ზღვაოსნის ბლოგი

ფერნანდო ვისენტეს კარტოარტი

ესპანელი მხატვრის, ფერნანდო ვისენტესთვის რუკები შთაგონების წყარო გახდა. იგი გეოგრაფიული ობიექტების კონტურებში ცხოველებს, ფრინველებს და ადამიანებს ხედავს. მისი ფუნჯის ქვეშ ჩრდილოეთ ამერიკა პირდაღებულ ოქროს თევზს ემსგავსება, იაპონიის კუნძულები – ზღაპრული ფრინველის ჩონჩხს, აზია – ქალის ტორსს, აფრიკა – მაიმუნის პროფილს. მოკლედ, ყოველგვარი ზედმეტი კომენტარის გარეშე – მაესტრო ფერნანდოს არაჩვეულებრივი კარტოგამოფენა.


This slideshow requires JavaScript.

November 27, 2010 Posted by | ბედნიერი ბავშვობა, ზღვაოსნის ჩანაწერები | , , , , , , | 1 Comment

ინტერმეცო

იმისთვის, რომ მიიღოთ ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, თქვენ:

  • უნდა იყოთ რეჟიმთან შეურიგებელი მებრძოლი და თქვენს ქვეყანაში დასავლური ღირებულებების, დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების დამკვიდრების მომხრე. ეს იდეა თქვენს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გარკვეულ ტრანსფორმაციას განიცდის და სწორედ ისეთ სახეს იღებს, რასაც ცოტა ხნის წინ თავად ებრძოდით
  • უნდა იყოთ აშშ-ის დამწყები, მოქმედი ან პენსიონერი პრეზიდენტი
  • უნდა იყოთ ისრაელის პრემიერ-მინისტრი. ამ შემთხვევაში თქვენ დაგჭირდებათ პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელი ან ეგვიპტის პრეზიდენტი, რომელთან ერთადაც ხანგამოშვებით, სასურველია, პრემიის გადაცემამდე რამდენიმე თვით ადრე, ხელს რაღაც ქაღალდებს მოაწერთ, ჩამოართმევთ, გადაკოცნით. ამ შემთხვევაში აღელვებული კომიტეტი პრემიასაც ჩაგახუტებთ.
  • უნდა იყოთ ელ გორი
  • უნდა იყოთ ამბიციური დიპლომატი, სასურველია – უნამუსო.

შიგადაშიგ ნობელის კომიტეტი დაირცხვენს ხოლმე და ვენ სიაბაოს ან აუნ შან სუ ჩის და ლეხ ვალენსას გადასცემს ხოლმე პრემიას, მაგრამ კიდევ უფრო ხშირად გამოტოვებს მოჰანდას კარამჩანდ განდის, ვაცლავ ჰაველს, ირენა კრჟიჟანოვსკა-სენდლერს…

თუმცა ლივერპულში სამოცდაათი წლის წინ დაბადებულმა კაცმა სიმღერით უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე იმ ადამიანთა უმეტესობამ, რომელთა სახელებს ოსლოს მერიაში ყოველი წლის შემოდგომაზე წარმოთქვამენ.
კაცნი ვართ, მაგრამ ვინ იცის, ეგებ ღირს, რომ მშვიდობას შანსი მივცეთ…

October 9, 2010 Posted by | ბედნიერი ბავშვობა, ზღვაოსნის ჩანაწერები | , , , , , , , , , , , , | 1 Comment

   

Follow

Get every new post delivered to your Inbox.