დიდი ზღვაოსნის ბლოგი

Nouvelle Heraldique de la Géorgie

მომიტევეთ პოსტის სათაურში გაუმართავი ფრანგულისთვის, მაგრამ მგონია, რომ დღევანდელ პოსტს ამგვარი ტიტული შეეფერებოდა.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ადმინისტრაციულ ერთეულებს საკუთარი სიმბოლიკა – დროშები, გერბები და ჰიმნებიც კი გააჩნიათ. კარგია, რომ ამ მხრივ საქართველოშიც იგრძნობა გარკვეული ძვრები. საქართველოს ზოგიერთ ქალაქს მეფის რუსეთის დროსაც ჰქონდა საკუთარი ჰერალდიკური ნიშნები, კომუნისტური მმართველობისას აღნიშნული ტრადიცია არ იქნა შენარჩუნებული. მხოლოდ გასული საუკუნის 80-იან წლებში შეიქმნა თბილისის და რამდენიმე სხვა ქალაქის დროშა და გერბი. როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობამ აღნიშნული ხარვეზის გამოსწორება გადაწყვიტა და შედეგად საქართველოს რამდენიმე ქალაქსა და მუნციპალიტეტს საკუთარი ჰერალდიკური ნიშნებიც გაუჩნდათ, რომელთა შესახებ ინფორმაციის მოპოვება ქართულენოვან ვიკიპედიაშიც შეგიძლიათ, თუმცა სამწუხაროდ, სია არასრულია.


როგორც ხედავთ, წამოწყება კარგია, თუმცა ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ სიმბოლიკა თითქოს ერთფეროვანია და ერთ თარგზეა მოჭრილი. ჰერალდიკური ნიშნები გარკვეულწილად უნდა განასახიერებდნენ ამა თუ იმ ტერიტორიული ერთეულის ისტორიას, კულტურულ თავისებურებებს, რისი თქმაც ამ ახალ დროშებზე და გერბებზეც ნაკლებად შესაძლებელია…
თუმცა, კარგიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რადგან აღნიშნული სიმბოლიკის არსებობა ნორმალური სახელმწიფოსთვის აუცილებელია და მოდით, ჩავთვალოთ ეს წამოწყება წინ გადადგმულ ნაბიჯად.

This slideshow requires JavaScript.

August 4, 2010 - Posted by | ზღვაოსნის ჩანაწერები, ქართული დემოკრატია | , , , , , , , , , , , , , , , , , ,

6 Comments »

  1. და სად არის გორის გერბი ჭაბუსო?

    Comment by სტალინისტი | August 6, 2010 | Reply

    • მომაწოდეთ და ჩავსვამ :) ეგრე წყალტუბოს ძველი გერბიც (ჰქონდა!) არ დამიდია, ახლის დამტკიცებას ველოდები :) )))

      Comment by fmagellan | August 6, 2010 | Reply

  2. აბა ერთი სტანდარტი უნდა იყოს. digital ვერსიები აქ რომაა ჩემი დახატულია.

    თავის თავად ერთი თარგია, რომელზეც სურათი იდება.

    Comment by გიორგი | August 17, 2010 | Reply

    • მშვენიერია :) გიორგი, შეგიძლიათ, მიმითითოთ წყარო, ან ინფორმაცია სხვა მუნციპალიტეტის გერბების შესახებ? საქართველოს სამინისტროების ვებ-საიტებზე ჯერჯერობით ვერაფერი ვიპოვე…

      Comment by fmagellan | August 17, 2010 | Reply

      • წყარო არის ბროშურა, და პირველი არხის რეპორტაჟი – სამწუხაროდ, ეხლა ვეღარ ვიპოვე პირველი არხის საიტზე.

        http://commons.wikimedia.org/wiki/User:Gaeser/Flags

        ვიკიმედიაზე უფრო მეტი დროშაა, და რამდენიმე გერბიცაა. ჩემთვის ცნობილია, რომ არსებობს ნინოწმინდის გერბი და დროშა – მაგრამ არ მინახავს :( თუ მიაგნებთ, ნადლობელი დავრჩები.

        http://samtskhe-javakheti.blogspot.com/2010/04/blog-post_3287.html

        Comment by გიორგი | August 20, 2010

  3. ფაშისტური ესთეტიკა აშკარად ჭარბობს

    Comment by ლევანი | September 20, 2010 | Reply


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.