დიდი ზღვაოსნის ბლოგი

სახალისო ტოპონიმიკა 2 – თბილისის ქუჩები

საქართველოს დედაქალაქში 1100-ზე მეტი ქუჩაა, შესაბამისად, მრავალფეროვანია მათი სახელწოდებებიც. თბილისის რუკაზე შეგვიძლია ვიხილოთ როგორც სოციალისტური რეალიზმის ამსახველი სახელწოდებები, ასევე ახლახანს დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტისა და მისი უგენიალურესობა დაბლიუ ბუშის სეხნიაც კი. ქვემოთ კი მოცემულია რამდენიმე ქუჩა, რომელთა სახელწოდებებიც ყველაზე სახალისოდ მომეჩვენა და მგონია, რომ თქვენც დაგაინტერესებთ.

ბნელი ქუჩა

ამ სახელწოდების ტოპონიმი შეგვიძლია, ვიხილოთ ძველ თბილისში, ლესელიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუ გავითვალისწინებთ აქ არსებული ქუჩების სივიწროვეს, სრულებითაც არაა გამორიცხული, რომ მსგავსი სახელწოდება სიმართლეს შეესაბამებოდეს

გოგირდის ქუჩა

თბილისი რომ გოგირდოვანი წყლებით მდიდარია, ამის შესახებ არავინ კამათობს, პირიქით – ქალაქში აბანოს ქუჩის ახლოს სწორედ პერიოდული ცხრილის მეთექვსმეტე ელემენტის მოსახელე მდებარეობს.

დოქის ქუჩა

არც იმაზე დავობს არავინ, საქართველო ღვინის ქვეყანა რომაა. თბილისში ამ სითხესთან დაკავშირებული ქუჩებიც არსებობს: ღვინის ქუჩა, ღვინის აღმართი და რა თქმა უნდა, დოქის ქუჩაც:

ვარდის ქუჩა

ნუ გეგონებათ, რომ ეს ქუჩა თბილისში 2003 წლის შემდეგ გამოჩნდა…

მიტინგის ქუჩა

მე თუ მკითხავთ, ეს სახელი რუსთაველის პროსპექტს უფრო შეეფერება, მაგრამ გასაბჭოებამდე რევოლუციური საქმიანობა თბილისის პროლეტარულ უბნებში, ამ შემთხვევაში – ნაძალადევში უფრო აქტიური იყო.

საყვირის ქუჩა

ჩვენი კომუნისტური წარსულის კიდევ ერთი ნაშთი: საყვირი პიონერული მოძრაობის განუყოფელი ატრიბუტია, შესაბამისად, მან საკუთარი საპატიო ადგილი თბილისის რუკაზეც იპოვა

ტყეკულტურის და ტყის ქუჩები

კიდევ ერთი სოციალისტური ბარბარიზმი, რომელიც ვერაფრით ჯდება ქართული სალიტერატურო ენის ნორმებში, თუმცა ვინ რას დაგიდევდათ – მთავარი ხომ იდეა გახლდათ

რაც შეეხება ტყეს, ეს პატარა ქუჩა შეგიძლიათ მთაწმინდაზე იხილოთ

ფიზკულტურის ქუჩა

პროლეტარიატის დიქტატურა მოქალაქეთა კარგ ფიზიკურ კონდიციებში ყოფნას დიდ ყურადღებას უთმობდა და ეს მხოლოდ ГТУ-ს ნორმების ყოველწლიურ ჩაბარებაში არ გამოიხატებოდა

შხეფის ქუჩა

ტოპონიმი, რომლის წამოშობა და თბილისის რუკაზე მოხვედრის მიზეზი ჩემთვის ალბათ დიდი ხანი დარჩება გამოცანად…

ცისარტყელას ქუჩა

ყველაზე პოეტური და ლამაზი სახელწოდება ბოლოსთვის შემოვინახეთ. ჩანს, მის ნათლიას ორიგინალური აზროვნება არ ღალატობდა, თან თუ დააკვირდებით, ქუჩის ფორმა ძალიან წააგავს ცისარტყელისას.

წყარო: http://urban.tbilisi.gov.ge/map/map.phtml

April 19, 2010 - Posted by | ზღვაოსნის ჩანაწერები | , , , , , , , ,

13 Comments »

  1. ვა რა მაგარია :D :D:D შხეფის და ცისარტყელის ქუჩის სახელწოდებები მომეწონა ყველაზე მეტად, აი დოოოქის ქუჩამ კი მაგრად გამაკვირვა :D :D:D:D

    Comment by ნინო | April 19, 2010 | Reply

  2. au ra magaria cosartyelaze rom cxovrob..

    gekitxebian sad cxovrob eubnebi.. cisartyelaze :) cisartyelas 7 :P

    Comment by kesha | April 19, 2010 | Reply

    • ესეც მაგარია ”- სად ცხოვრობ? -ტყეზე” :დ

      Comment by fmagellan | April 19, 2010 | Reply

  3. დოქის ქუჩის ქვემოთ ასევე საინტერესო “ნინო ჩხეიძის” ქუჩა დავლანდე :D

    Comment by Garxoza | April 19, 2010 | Reply

    • ეგ ნინო ჩხეიძე მსახიობი იყო მგონი :) ) ის არ არის, ჩვენ რომ გვგონია :დ

      Comment by fmagellan | April 19, 2010 | Reply

      • მართალია, ნინო ჩხეიძე მსახიობი (უფრო თეატრის) იყო და ნამდვილად გამორჩეულიც; კიდევაა ჩხეიძის ქუჩა, ოღონდ ის უშანგია, ზემოხსენებული ნინოს ძმა იყო და ანალოგიურად მსახიობი;

        და ამ ქუჩებს ვერ გადაარქმევენ სახელებს, მაინცდამაინც ჯიქიას ქუჩისთვის რომ არ შეეცვალათ დასახელება???:(:(

        Comment by lex tempus | April 20, 2010

  4. ara,ashkarad sainteresoa.me shxefis qucha momewona dzalian,magram ai es tyekultura da fizkultura_ sashinelebaa.fantaziis nakleboba(nu,vinmem sheidzleba originaluri daarqvas,magram mainc sashinelebaa).yochag dato,kargi statiaa.

    Comment by Hallibelle | April 20, 2010 | Reply

  5. შხეფის ციხეც არსებობს სენაკის რაიონში და შეიძლება მის საპატივსაცემოდ დაარქვეს. :) )

    Comment by mate | April 20, 2010 | Reply

  6. ღვინის ქუჩა დღეს აღმოვაჩინე :>

    Comment by ჰიუსტონ | April 20, 2010 | Reply

  7. “საყვირის ქუჩა” – რა სასაცილო იქნება ვუვუზელას ქუჩა :)

    Comment by mylpi | June 26, 2010 | Reply

  8. მიტინგის ქუჩაზე საუკუნისა და 6 წლის წინ მაგარი ამბები იქნებოდა, ოკლენდი და მანჰეტენი მონაგონი იქნებოდა. აუ ერთი მაგ დროს ჩამაგდო რა.

    Comment by Andria | November 21, 2011 | Reply

  9. hahaha magaria

    Comment by natali chakhvadze | December 5, 2011 | Reply

  10. ძალიან სახალისო და სიანტერესო პოსტია!

    Comment by catword | December 7, 2011 | Reply


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.